ძალიან დეტალურად გავაანალიზებთ მოთხოვნა საქართველოსა და სერბეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე - Air Serbia-ს ქსელის დაგეგმვისა და განრიგის ხელმძღვანელი
,,თვითმფრინავი სავსე იყო რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, თითქმის 130 მგზავრი გვყავდა პირველ ფრენაზე საქართველოში . აქ რეისების განხორციელება მომდევნო ლოგიკური ეტაპი იყოAir Serbia-სთვის. ძალიან დეტალურად გავაანალიზებთ მოთხოვნა საქართველოსა და სერბეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე და ახალი მარშრუტი განხორციელდა პირველად Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ამავდროულად ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესაც", - ბოიან არანჯელოვიჩი Air Serbia-ს ქსელის დაგეგმვისა და განრიგის ხელმძღვანელი
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.19:02
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia - ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე. „მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.