მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

დიდია მოთხოვნა ფრენებზე, განსაკუთრებით ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით - Voyager-ის ხელმძღვანელი IndiGo-ს მიერ სიხშირეების ზრდაზე

news image

აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოს მიმართულებით სიხშირეებს ზრდის და აგვისტოდან ნიუ დელისა და თბილისს შორის ფრენებს სამის ნაცვლად შვიდი სიხშირით განახორციელებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოში IndiGo-ს გენერალური აგენტი კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განაცხადა, მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, ავიაკომპანიამ სიხშირეების დამატება გადაწყვიტა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ რეისებზე უფრო დიდი აქტიურობა ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით შეინიშნება, რადგანაც საკმაოდ ბევრ ინდოელ ვიზიტორს სურს საქართველოში მოგზაურობა. 

„აგვისტოდან ავიაკომპანია IndiGo იწყებს ყოველდღიური რეისების განხორციელებას, იქიდან გამომდინარე, რომ ავიაკომპანია ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელის საჰაერო ხაზზე კვირაში 3-ჯერ დაფრინავდა და სრული დატვირთულობით ოპერირებდა. ამიტომ ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, რომ დაემატებინა რეისები, რადგანაც დიდი მოთხოვნა არის, განსაკუთრებით ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით“, - ამბობს სოფო აზარაშვილი. 

Voyager-ის დირექტორის თქმით,  IndiGo-ს რეისებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოდან ინდოეთში წამსვლელთა მხრიდანაც, თუმცა ხელშესახები ზრდა მაინც ინდოეთიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთნაკადზე მოდის.

ირკვევა, რომ ინდოელი ტურისტები საქართველოში ძირითადად თბილისის, ბორჯომის, კახეთის და ყაზბეგის მიმართულებით მოგზაურობენ, თუმცა ზაფხულის სეზონზე ბათუმი და აჭარის მიმართულების გააქტიურებაც არ არის გამორიცხული. 

„ინდოეთიდან საქართველოში ტურისტები ჩამოდიან დასვენების და მოგზაურობის მიზნით. ჩამოდიან როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფებად. საშუალოდ საქართველოში 5 დღე რჩებიან და ძირითადად არიან თბილისში და თბილისთან ახლოს, როგორიც არის კახეთი, ყაზბეგი, ბორჯომი. ამ ეტაპზე ეს სამი მიმართულება ლიდერობს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად უკვე ბათუმშიც იქნება დიდი აქტივობა“, - ამბობს აზარაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისათვის IndiGo საქართველოში ახალი მიმართულებს დამატებას არ განიხილავს. 

„ამ ეტაპზე ბათუმის მიმართულებით რეისების დანიშვნა არ განახლება, თუმცა ყოველთვის მონიტორინგში ვართ და თუ შესაძლებელი იქნება აუცილებლად დაემატება“, - აღნიშნა სოფო აზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოდან ავიაკომპანია IndiGo ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად, ყოველდღიურად შეასრულებს.
IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა. ავიაკომპანია მსოფლიოს 600-ზე მეტი მიმართულებით დღეში საშუალოდ 1900-მდე ფრენას ასრულებს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე, 324 ავიახომალდს ფლობს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აგვისტო 95 %-იანი დატვირთულობით მიმდინარეობს - Lopota Lake Resort & Spa

18.08.2025.12:25

ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა