მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

დღეს განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორში ფარმაცევტული და სამედიცინო ჰოლდინგების ერთობლიობა - ნინა კობახიძე

news image

დღეს განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორში ფარმაცევტული და სამედიცინო ჰოლდინგების ერთობლიობა, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს და “ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში Business Insider Georgia-სთან განაცხადა. 

„პირდაპირი შეხება მაქვს ორივე მიმართულებასთან: დაზღვევა, ჯანდაცვის სექტორი, პრაქტიკულად ორივე მხარეს ვარ. ჩვენ ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით, იყო კონკურენციის სააგენტოს სერიოზული დასკვნა. დღეს განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორში ფარმაცევტული და სამედიცინო ჰოლდინგების ერთობლიობა. რაზეც ალბათ უნდა ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან დაზღვევა აზღვევს ხარჯების, დანახარჯების ეფექტურობას და ყველაზე ნაკლებად პრობლემური შეიძლება იყოს ინტერესთა კონფლიქტში. 

ჯანდაცვის სექტორში განსაკუთრებით პრობლემაა საბანკო კონკურენცია. მაგალითისთვის, სადაზღვევო და ბანკი - ბანკი ითხოვს დაზღვევას და ხდება მომხმარებელზე სადაზღვევო პროდუქტების „იძულებით“ შეძენა, განსაკუთრებით კრედიტებთან მიმართებაში. გვქონდა დაპირება, თუ საბანკო კონცენტრაცია შემცირდება, მაშინ ფარმაცევტული კომპანიები გავლენ ამ მიმართულებიდან და ეს საკითხი შეიძლება გაცოცხლდეს იმ კონკურენციის დასკვნის საფუძველზე თუ მივაღწიეთ იდეალურ კონკურენციის ბაზარს.

დღეს 18 სადაზღვევო კომპანია ვართ ბაზარზე. რეალურად ჯანდაცვის სფეროში ვოპერირებთ 5 კომპანია და ალბათ სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ პირიქით ჩვენ უფრო კონცენტრირებულები ვართ იმაზე რომ ნაკლები მედიკამენტი დაინიშნოს, ბრუნვა იყოს შემცირებული, ვიდრე რა თქმა უნდა ფარმაცევტული და სამედიცინო სფერო“, - განაცხადა ნინა კობახიძემ. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image დღეიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება

02.07.2025.08:25

დღეიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.

„ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.

ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა