მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერთან ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეისთან გამართულ შეხვედრაზე ირიგაციის განვითარების და მიწის მდგრადი მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა. ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სოფლის მეურნეობაში გლობალური დათბობით გამოწვეული რისკების შემცირების საკითხებზე.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რაც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ მივყვებით სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიას და არსებულ სამოქმედო გეგმას; მათი განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკის ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალი ტექნოლოგიების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის და სურსათის სექტორის მენეჯერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლგერ ქრეიმ მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის რეგიონში ახალი პროექტები განახორციელოს.

„ის ფაქტი, რომ საქართველოში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები ერთ სამინისტროშია გაერთიანებული, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებას უფრო ეფექტიანს ხდის,“- აღნიშნა ჰოლგერ ქრეიმ.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის (GRAIL) პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის გაუმჯობესდება საირიგაციო და სადრენაჟო მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო წარმოება და გაძლიერდება ეროვნული სარწყავი და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა