დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.18:00
ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA, არსებული ჯავშნების ფონზე, ივლისის თვეში 60%-იან დატვირთულობას ელოდება. რაც სასტუმროს მენეჯმენტის თქმით, ზაფხულისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. როგორც Business Insider Georgia-სთან Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ განაცხადა, სტუმრების კუთხით ზაფხულში ივლისის თვე უფრო დატვირთულია, ვიდრე აგვისტო.
„ამ ეტაპზე ზრდა მაღალია. ზოგადად ივლისი უფრო დატვირთულია, ვიდრე აგვისტო. ასე,რომ აგვისტოში ივლისთან შედარებით ზრდას არ ველოდებით. რაც შეეხება უცხოელი ვიზიტორების უმეტესობას ისინი არიან გალფის ქვეყნებიდან, ხოლო ნაწილი ისრაელიდან. ზოგადად ქართველი მომხმარებლებს წილი ყოველწლიურად იკლებს და ჩვენს მაგალითზე 1-2% თუ იქნება. რეალურად დღეს მაინც გალფის ქვეყნების იმედად ვართ“, - აცხადებს სასტუმროს Crystal Hotel & SPA-ს წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ისრაელ-ირანის დაპირისპირების დღეებში Crystal Hotel & SPA-ს ჯავშნები გააქმდა.
რაც შეეხება სასტუმროში განთავსების ფასებს, ის არ შეცვლილა და გასული წლის დონეზეა.
Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 170 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.
Crystal Hotel& SPA მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.
კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო , 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავების ცენტრი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.
სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.
სასტუმროში კარგად და ბედნიერად დასვენების ყველა წინაპირობაა: დახვეწილი დიზაინის ნომრები, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, პრაქტიკული ადგილმდებარეობა, საუკეთესო ხედები და სხვა.