მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

დატვირთულობის კუთხით გვქონდა საშუალოდ 10%-იანი ზრდა - გიორგი დოლიძე 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკას აფასებს

news image
mbc image

2025 წელმა ჩვენთვის დაგეგმილ მოლოდინებს ბევრად გადააჭარბა, – ამის შესახებ 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ HSC Group Hospitality ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე განთავსების ობიექტს მართავს, მათ შორის თბილისის ცენტრში მდებარე Glaros Old Town-ს.

„2025 წლის რვა თვე იყო მაღალი პიკური დატვირთულობის მომტანი, რამაც ჩვენს შემთხვევაში 90-92% შეადგინა. გაზრდილმა მოთხოვნამ უზრუნველყო და მოგვცა იმის საშუალება, რომ დაბიუჯეტებული, გაზრდილი ფასი შეგვენარჩუნებინა - საშუალოდ 10%-ით 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით. დატვირთულობას რაც შეეხება, თუ 2025 წელს 2024 წელს შევადარებთ, გვქონდა საშუალოდ 10%-იანი ზრდა.

დაბალ სეზონზე გვქონდა 50-60% დატვირთულობა, მაღალ სეზონზე - 85-92%, რაც 8-10%-ით აჭარბებდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდებს დატვირთულობის კუთხით.

ზოგადად, ციფრები იყო უპრეცედენტო და რეკორდული - დატვირთულობისა და მაღალ სეზონზე გამოცხადებული ფასების საშუალო და მაღალი ინფლაციის ფონზე ობიექტების ჭრილში. გაიხსნა არაერთი ბრენდული თუ არაბრენდული სასტუმრო თბილისში, ბათუმსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველი მიმართულებაა. ეს ტენდენცია წლიდან წლამდე იზრდება და უახლოეს პერიოდში, 2028 წლამდე, დაგეგმილია დაახლოებით 300 განთავსების ობიექტის გახსნა - 12 000-მდე ოთახით და 40 000-მდე საწოლი ადგილით, რაც ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ 300 ობიექტიდან მინიმუმ 20-25 იქნება საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი, რაც კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გააძლიერებს მარკეტინგს და ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის იმ სტუმრებისთვის, რომლებიც უპირატესობას ბრენდულ სასტუმროებს ანიჭებენ და ყურადღებას აქცევენ სერვისს, ლოკაციას და სხვა ფაქტორებს“, – აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ს დირექტორი ამბობს, რომ 2025 წელი იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების წელიწადი, რამაც ქვეყანას მოუტანა 15-ზე მეტი მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა.

„კონკრეტულად იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი, ბრიტანეთი და ევროპის მიმართულებები. 2026 წელს სკანდინავიის მიმართულებებიც ემატება - ივნისიდან იწყება პირდაპირი ფრენები კოპენჰაგენიდან და ეს დამატებით ღირებულებას შესძენს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, სკანდინავიური ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ.

ქვეყნის მარკეტინგისა და ცნობადობის კუთხითაც გამორჩეული წელიწადი იყო, რადგან დაემატა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან ფრენები. აღნიშნულ ქვეყნებში მიმდინარეობდა საკმაოდ აგრესიული და სწორი მარკეტინგული კამპანიები, რათა გაზრდილიყო ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და ფოკუსი გაკეთებული იყო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე. ასევე კერძო სექტორი ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან და მონაწილეობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში, სადაც ცდილობდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარდგენას და ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას სხვადასხვა სეგმენტებსა და პარტნიორებზე. ბაზარზე გამოჩნდა ბევრი ახალი პარტნიორი ახალი დამატებული ბაზრებიდან, მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაცია და ეს ყველაფერი გათვლილია არა მხოლოდ უახლოეს, არამედ შორეულ პერსპექტივებზეც, რათა ქვეყანას გრძელვადიანად მოუტანოს სარგებელი.

2026 წელს ვფიქრობთ, რომ მაღალი სეზონი 90%-ზე მეტად უნდა იყოს დატვირთული, რომელიც დაიწყება აპრილიდან და გასტანს ოქტომბრის ბოლომდე. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის სტაბილური ზრდა, სიმშვიდე, სიწყნარე და ეკონომიკური განვითარება არის სწორედ ის მამოტივირებელი ფაქტორები, რაც ზრდის ტურისტულ პოტენციალს, ტურისტულ შემოდინებებს და ასევე ზრდის სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციების რაოდენობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან.

მაღალ სეზონთან ერთად აღსანიშნავია, რომ დაბალი სეზონიც, რომელიც ზოგადად საქართველოსთვის, განსაკუთრებით თბილისისთვის, არის იანვარი, მარტი და ნოემბერი–დეკემბერი. იანვარ–მარტში 2024 წელთან შედარებით გვქონდა ზრდა და 60%-მდე დატვირთულობა, ხოლო არადამახასიათებლად დაბალ სეზონშიც 70-75% დატვირთულობა დაფიქსირდა, რაც ფაქტობრივად მაღალი სეზონის ნიშნულებს გაუტოლდა. ეს ძალიან სასიხარულოა და იმედი გვაქვს, რომ 2026 წელიც ანალოგიურ და კიდევ უფრო კარგ შედეგებს მოუტანს ტურიზმის ინდუსტრიას“, – აცხადებს გიორგი დოლიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა