ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში – ibis Styles Batumi სექტემბრისთვისაც ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს
ძალიან კარგი ზაფხულის სეზონი იყო, როგორც ჩვენთვის ისე ბათუმის ყველა სასტუმროსთვის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროში ibis Styles Batumi განუცხადეს, რომელმაც ოპერირება გასული წლის საზღვაო სეზონზე დაიწყო. როგორც სასტუმროში განმარტავენ ზაფხულის თვეებში ibis Styles Batumi-ს სტუმრების 80%-ი უცხოელები იყვნენ.
„ძალიან კარგი ზაფხულის სეზონი იყო. სეზონის განმავლობაში დაკავებულობა იყო 85-90%-ი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. ჩვენი სტუმრების 80%-ი იყო უცხოელები. გეტყვით, რომ ზაფხულში საკმაოდ აქტიურობდა ევროპული სეგმენტი“, - განმარტავენ სასტუმროში.
ირკვევა, რომ ibis Styles Batumi-ს სტუმრები აქტიურად ირჩევდნენ, როგორც მოკლევადიან (2-3 ღამე) ისე გრძელვადიან (7ღამე) ღამისთევებს.
ბათუმში მდებარე ibis Styles-ში აცხადებენ, რომ სტუმრების მხრივ სექტემბერიც საკმაოდ აქტიურია, თუმცა მენეჯმენტი ოქტომბრიდან შედარებით ნაკლები ტურისტის მოლოდინშია.
„იგივე სეგმენტი გადმოგვყვა სექტემბერშიც, მაგრამ ოქტომბერზე იგივე მაჩვენებელი აღარ იქნება, თუმცა ოქტომბერზე ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რაც ასახულია უკვე ოქტომბრის ჯავშნების რაოდენობაზეც“, - აცხადებენ სასტუმროში ibis Styles Batumi.
ibis Styles Batumi-ს მენეჯმენტი არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში 60%-იან დატვირთულობას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია, რომ ibis Styles Batumi დასავლეთ საქართველოს ბაზარზე Accor-ის ქსელის პირველი პროექტია. ibis Styles-ის სასტუმროები ცნობილია ხელმისაწვდომობისა და განსაკუთრებული დიზაინის სინთეზით. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის 670 სასტუმროდან, თითოეული გამოირჩევა უნიკალური დიზაინითა და თემატიკით, ყველა მათგანი შემოქმედებითობის, ესთეტიკის, მეგობრული მომსახურებისა და კომფორტის გარშემო ერთიანდება, რაც ibis Styles-ს მოგზაურების საყვარელ ბრენდად აქცევს.
ibis Styles Batumi ბათუმის ბულვარიდან და ზღვისპირა პარკიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს და სტუმრებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის. ამასთანავე, სასტუმროს მთავარი თემატიკა და დიზაინი ოთახებსა და საზოგადოებრივ ადგილებში დაფუძნებულია სპორტზე.
სპორტულ თემატიკასთან ერთად, ibis Styles Batumi ნათელი ტონებითა და მხიარული დიზაინის ელემენტებითაც გამოირჩევა. ზღვისა და მთის ულამაზესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო მოიცავს 121 ნომერს, რომელიც აძლევს სტუმრებს საშუალებას, დაისვენონ, აღიდგინონ ენერგიები ან გახადონ მუშაობის პროცესი ბევრად სასიამოვნო. გაუმჯობესებული ხმისა და სინათლის იზოლაცია ის მახასიათებლებია, რომლებიც ამ სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნაში გვეხმარება. ibis Styles Batumi უზრუნველყოფს ბავშვებისთვის საჭირო სერვისებსაც, მათ შორის მისაღებში გამოყოფილ საბავშვო კუთხეს, საბავშვო მენიუს რესტორანში და დამატებით საჩუქრებს, სასტუმროში ვიზიტისას.
ibis Styles Batumi ასევე მოიცავს რესტორანს, საერთაშორისო და ქართული სამზარეულოთი, და ბარს, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელს სთავაზობს. სასტუმროში დაგხვდებათ საკონფერენციო და შეხვედრების ოთახიც, რომელიც გათვლილია 80-მდე სტუმარზე და აღჭურვილია პროფესიონალური ხმის სისტემითა და პლაზმური LCD მონიტორით.
სასტუმროდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდე 10 წუთზე ნაკლები, ხოლო ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილიდან, მყუდრო კაფეებიდან და მაღაზიებიდან სულ რაღაც 5 წუთია სავალი.
ibis Styles-ის სტუმრები ასევე სარგებლობენ ლოიალობის გლობალური პროგრამით – ALL – Accor Live Limitless, რომელიც მათ განსაკუთრებულ ჯილდოებს, სერვისებსა და გამოცდილებას სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
13.04.2026.14:29
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.
ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.