დაჯავშნეთ ბილეთი შერჩეულ რეისებზე მხოლოდ 129 ლარიდან - Wizz Air-ის ახალი შეთავაზება
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საკუთარ მგზავრებს მორიგ აქციას სთავაზობს - ავიაბილეთები 129 ლარიდან.
„მზად ხართ ზაფხულისთვის?
დაჯავშნეთ ბილეთი შერჩეულ რეისებზე მხოლოდ 129 GEL-დან!
ეს თქვენი შანსია, ახალი მიმართულებები გაიცნოთ. დაჯავშნეთ თქვენი საოცნებო დასვენება დღესვე და მოიწყვეთ საუკეთესო საზაფხულო მოგზაურობა აგვისტოსა და სექტემბერში. სად წახვალთ შემდეგ? დაჯავშნეთ თქვენი ადგილი ახლავე და დაიწყეთ დღეების ათვლა“, - აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავიაბილეთების დასაჯავშნად გადადით აქ:
ცალმხრივი ავიაბილეთის ფასში შედის ადმინისტრაციული მოსაკრებელი და ხელბარგის ერთი ერთეული (მაქსიმუმ 40x30x20 სმ). გორგოლაჭებიანი ჩანთა და რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული ექვემდებარება დამატებითი მოსაკრებლის გადახდას. ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება wizzair.com-ისა და WIZZ მობილური აპის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა მითითებული ფასებით შეზღუდულია.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.