მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

Crystal Hotel & SPA-ს ახალი ტობოგანი და მზარდი დატვირთულობა – სასტუმროს სტუმრების 90% არაბული ქვეყნებიდანაა

news image

Crystal Hotel & SPA-მ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს კიდევ ერთი სიახლე წარუდგინა. კრისტალის საკურორტო ზონაში, ზღვის დონიდან 2370 მეტრზე, ახალი ატრაქციონი - ტობოგანი გაიხსნა. ტობოგანი, მოწყობილი სადგურებითა და ღამის განათებებით, თავგადასავლების მოყვარულებს ექსტრემალურ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Crystal Hotel & SPA-ს რეზერვაციის მენეჯერი განმარტავს, 2025 წლის ივლისში სასტუმროს დატვირთულობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს აჯობა, და ანალოგიური მოლოდინებია აგვისტოზეც.

„მიმდინარე წლის ივლისის დატვირთულობამ 10-12%-ით გადააჭარბა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. კმაყოფილები ვართ, მაგრამ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შარშან ივლისში - მათი რაოდენობა მცირე იყო, ხოლო წელს თითქმის აღარ ფიქსირდება. ძირითადად არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან და ნაკლებად მხარჯველუნარიანები არიან. აგვისტოს მოლოდინებს რაც შეეხება - არსებული ჯავშნების მიხედვით, წინა წლის აგვისტოს გაუსწრებს, თუმცა პროცენტულად ჯერ ვერ გეტყვით,“ - ამბობს გიორგი მაისურაძე.

„მიმდინარე სეზონზე სტუმართა დაახლოებით 90% არაბული ქვეყნებიდანაა, ხოლო მხოლოდ 10% - საქართველოდან,“ - განმარტავენ Crystal Hotel & SPA-ში.

არაბული სეგმენტის გააქტიურებას სასტუმროს წარმომადგენელი გალფის ქვეყნებიდან ავიაბილეთების საკმაოდ დაბალი ფასებით ხსნის.

„გალფის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები ძალიან იაფია. თან უვიზო მიმოსვლა გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფრენის ფასი. აბუ დაბიდან ფრენა იმდენად იაფია, რომ ქუთაისში პირადი ავტომობილით ჩასვლა უფრო ძვირი ჯდება. ასე რომ, უმთავრესი განმსაზღვრელი არის ფრენის ღირებულება. ევროპიდან რამდენიმე წელია, ბაკურიანში არ ჩამოდიან,“ - განმარტავს გიორგი მაისურაძე.

გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები Crystal Hotel & SPA-ში საშუალოდ 2 ღამე რჩებიან. რაც შეეხება ზამთრის ტურისტულ სეზონს - ჯერჯერობით Crystal Hotel & SPA-ს ჯავშნების მიღება არ დაუწყია. ზამთრის პერიოდზე ჯავშნების გახსნას მენეჯმენტი აგვისტოს ბოლოდან გეგმავს.

ზაფხულში კომფორტული დასვენებითვის  Crystal Hotel & SPA-ში ყველა პირობაა შექმნილი. აქ დაგხვდებათ 25-მეტრიანი აუზი სუფთა წყლით, მშვიდი გარემოთი და კომფორტული ტერასებით - ყველაფერი ჯანსაღი ნამზეურის მისაღებად.

კრისტალის საკურორტო ზონაში თქვენს დასვენებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ოთხი განსხვავებული კონცეფციის კაფე-რესტორანი, რომლებიც უზრუნველყოფს მრავალფეროვნებასა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ერთ სივრცეში:

ქართული გემოს ქართული მენიუ, ეთნო სტილის ინტერიერი და პროფესიონალური მომსახურება მათთვისა, ვინც უპირატესობას ანიჭებს ტრადიციულ სამზარეულოს.

Skyline Café – გამოირჩევა თანამედროვე ქართულ-ევროპული მენიუთი და პანორამული ხედებით, იდეალური ადგილია განტვირთვისთვის.

Café Aspen საბაგიროსთან ახლოს მდებარეობს - აქ დაგხვდებათ კომფორტული ტერასა და მრავალფეროვანი მენიუ სასიამოვნო დროის გასატარებლად.

ლაუნჯ ზონა და რუმ სერვისი – სრული კომფორტი მათთვის, ვისაც სურს შეუფერხებლად იმუშაოს ან დაისვენოს და ისარგებლოს სარესტორნე მომსახურებით ნომერში.


Crystal Hotel & SPA, რომელიც 2009 წელს გაიხსნა 172 სასტუმრო ნომრისგან შედგება და ერთდროულად 400-მდე სტუმრის მიღება შეუძლია.

Crystal Hotel& SPA მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში.

კომპლექსის ტერიტორიაზე, კრისტალის საკურორტო ზონაში განთავსებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – საკუთარი გონდოლებიანი და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგირო , 6 კმ-იანი კრისტალის სათხილამურო ტრასა, 350 მეტრიანი საბავშვო საბაგირო, ინსტრუქტორები, ყინულის საციგურაო მოედანი, სნოუ თუბინგი, სასრიალო ინვენტარის გაქირავების ცენტრი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, რესტორნები, კაფეები, ბარები. სასტუმროში ასევე არის სპორტ დარბაზი პროფესიონალი სპორტსმენების სპორტული შეკრებებისთვის.

სასტუმროში შეძლებთ ისარგებლოთ: საცურაო აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზით, ფინური საუნით, თურქული ჰამამით და სპა პროცედურებით.

სასტუმრო ქმნის ყველა პირობას სრულფასოვანი დასვენებისთვის: დახვეწილი დიზაინის ნომრები, მაღალი ხარისხის მომსახურება.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა

13.11.2025.00:14

11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა. 

ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო. 

ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და  სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება. 

ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.

აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა