ჩვენთვის პირველი ზაფხულია, თუმცა შედეგები დამაიმედებელია - სასტუმრო „ბოდბეს" გენერალური მენეჯერი
ზაფხული საკმაოდ დატვირთულია, ჩვენთვის ეს პირველი ზაფხულია, თუმცა შედეგები დამაიმედებელია, - აცხადებს სასტუმრო „ბოდბეს" გენერალური მენეჯერი ელენე შარიქაძე.
სასტუმრო “ბოდბე” გასული წლის ბოლოს გაიხსნა და ის სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა. სასტუმრო 134 ნომრით, სარესტორნო და საკონფერენციო სივრცეებითაა აღჭურვილი.
„ბოდბეს“ გენერალური მენეჯერის თქმით, მიმდინარე წლის გამოწვევებისა და წარმატებების გაანალიზების შემდეგ, სასტუმროს მენეჯმენტი არსებული შედეგების გასაუმჯობესებლად, შემდეგი სეზონისთვის ახალ სტრატეგიებზეც იმუშავებს.
„ჩვენი სასტუმრო უდავოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში, სტუმრების დაახლოებით 70%-მდე საქართველოს მოქალაქეები არიან (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მიმართულებით).
ქვეყნების მიქსში საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის მეზობელ რესპუბლიკებზე, ასევე აზიის ქვეყნებზე (მაგ. ჩინეთი, კორეა) და შუა აღმოსავლეთზე“. - ამბობს ელენე შარიქაძე.
სასტუმრო “ბოდბე“ მეტი სტუმრის დასაინტერესებლად ყველა მარკეტინგული არხით სარგებლობს და მომავალი წლისთვის უფრო მაღალ შედეგებზეც აკეთებს გათვლებს.
„სტუმრების მოზიდვისთვის და ცნობადობის ამაღლებისთვის ყველა არხით ვსარგებლობთ. ე.წ. ციფრული მიმართულებები ყველაზე მოწინავე პოზიციებზეა, რადგან თანამედროვე მარკეტინგული აქტივობები უმეტესად ამ რეჟიმზეა გადასული. თუმცა, ვამაყობთ იმითაც, რომ ზეპირ სიტყვიერი ინფორმაციის მიმოცვლაც ხდება იმ სტუმრების მხრიდან, ვინც უკვე გვესტუმრა და უკვე განმეორებითი სტუმრებიც კი გვყავს“, - აცხადებს სასტუმრო „ბოდბეს“ გენერალური მენეჯერი.
ზაფხულის გარდა კახეთი ტურისტებისთვის მიმზიდველია შემოდგომითაც, როდესაც ქვეყნის ამ გამორჩეულ რეგიონში რთველი იწყება. ამ დროს კახეთს ბევრი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმარი აკითხავს.
„რა თქმა უნდა შემოდგომის სეზონისთვის უკვე გვაქვს გარკვეული ჯავშნები, რადგან ჩვენი წამყვანი ბაზარი ადგილობრივები სტუმრები არიან, ხოლო ჩვენს თანამოქალაქეებს ახასიათებთ ვიზიტამდე მოკლე ვადაში ჯავშნის განხორციელება, დარწმუნებულები ვართ რომ შედეგები იმაზე უკეთესიც იქნება, ვიდრე ამ მომენტისთვის ასახულია სისტემურად“, - ამბობს „ბოდბეს“ გენერალური მენეჯერი.
დღის ტოპ 10 სიახლე
Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი უპრეცედენტო ინვესტიცია - სამშენებლო-დეველოპერული სექტორის შეფასებები
დაგეგმილი სამუშაოების გამო თამარაშვილის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
სხვა სიახლეები
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) ICAO-ს რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა
13.11.2025.00:14
11-12 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ(UAG) საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) რეგიონულ ვორქშოფს უმასპინძლა. ღონისძიება კომპანია Airbus-თან თანამშრომლობით ჩატარდა.
ვორქშოფის მიზანი აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლება და ICAO-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიებაზე, რომელსაც 19 ქვეყნის 35-მდე მონაწილე ესწრებოდა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ICAO) 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართი (Annex 14) განიხილეს, რომელიც აეროდროების დიზაინსა და სტანდარტებს მოიცავს. ასევე, იმსჯელეს კლასიფიკაციის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც აეროდრომის ხელოვნური საფარისა და საჰაერო ხომალდის დატვირთვის მაჩვენებლების განსაზღვრას შეეხება.
ღონისძიება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარემ (ICAO EASPG) ლევან კარანაძემ გახსნეს.
აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით დანერგა საჰაერო ხომალდისა და აეროდრომის ხელოვნური საფარის საკლასიფიკაციო მაჩვენებლის ახალი მეთოდოლოგია, რაც ქვეყნის საავიაციო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით.