მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart

news image

ჩვენი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 470 მლნ აშშ დოლარი (უცვლელი წ/წ) შეადგინა,- ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.

როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ,  ჯამურად, 2025 წლის სექტემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+2.8% წ/წ).

„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

07.12.2025.13:22

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.

„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა