მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ჩვენი მიზანია, მეტი აქცენტი გავაკეთოთ ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ბიზნესის, სერვისების განვითარებასა და მხარდაჭერაზე - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ინდუსტრიის განვითარების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების და მიმართულებების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ტურიზმის ზრდის დინამიკაზე, მათ შორის ავიაციის სექტორზე.

მინისტრის მოადგილემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის ზრდის პროცესში პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობაზე გააკეთა.

„საქართველოში დღეს 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით მთელ მსოფლიოში, რასაც თავისი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ - „აწარმოე საქართველოში" პროგრამების მხრიდან ბოლო წლებში 614 სასტუმრო პროექტია მხარდაჭერილი, რაც 1,3 მლრდ ლარის ინვესტიციის მხარდაჭერილი პორტფელია, ასევე 270 სარესტორნე ობიექტი, რაც დაახლოებით 250 მლნ ლარის ინვესტიციაა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლი აქვს 2024 წელს დაწყებულ მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც 50,000 ლარამდე სესხებს მოიცავს - ფიქსირებული 8,5% განაკვეთით და მთელი რიგი ჯგუფებისთვის 0%-იანი განაკვეთით. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პორტფელის დაახლოებით 70% ტურიზმის მიმართულებაა, პროგრამის დაწყებიდან წელიწადსა და ორ თვეში 671 განთავსების ობიექტი დაფინანსდა პროგრამის ფარგლებში და 200-ზე მეტი სარესტორნე ობიექტი.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა, ადგილობრივი მიწოდების სერვისების თანხვედრაა ტურისტული ნაკადების ზრდასთან - როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, მათ შორის მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად.

„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ბიზნესის, სერვისების განვითარებასა და მხარდაჭერაზე. ასევე მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივი პროდუქტის ჩამოყალიბებაზე, იქნება ეს ტურისტული ლოკაციები თუ კურორტები. ამ პროცესში ყოველთვის ღია ვართ კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა