მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით,  საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის,  იმ აღიარებისთვის, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთავარი აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

 

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრია მზარდია, ვითარდება და  მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ისე პირდაპირი რეისების დამატების კუთხით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას იწყებენ ისეთი ახალი ავიაკომპანიები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი", „იზიჯეტი, " „ავსტრიის ავიახაზები",  ასევე „ტრანსავია," რომელიც დამატებით იფრენს საფრანგეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად,  საავიაციო ინდუსტრიას დაემატება  ახალი პირდაპირი ფრენები, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.

 

„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიცხელს უწყობს  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და უშუალოდ როგორც საავიაციო, ისე ტურისტული სექტორების კიდევ უფრო განვითარებას" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.

 

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.

 

თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები, როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა