მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ჩემს შემთხვევაში მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, როცა ირგვლივ კონფლიქტებია, ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები - გიდი ქეთი ახობაძე

news image

ჩემს შემთხვევაში მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, შემოვიდნენ სხვა ქვეყნები და ეს ძალიან მახარებს - როცა ირგვლივ კონფლიქტებია, ერთ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებულები, - აცხადებს გიდი, გიდების ტრენერი ქეთი ახობაძე.

მისი თქმით, აპრილიდან მოყოლებული საკმაოდ დატვირთულად იმუშავა და ასევე დატვირთული აქვს ივნისი-აგვისტო და სექტემბერი. 

„საქართველო და ზოგადად კავკასიის რეგიონი განიხილებოდა კონფლიქტის ზონად და ტურისტებს გარკვეულწილად საფრთხის განცდა ჰქონდათ, თუმცა როდესაც ჩამოდიოდნენ რეალურად ხვდებოდნენ, რომ  სხვადასხვა არხების საშუალებით განსხვავებული ინფორმაციები მიეწოდებოდათ. ადგილზე ხვდებოდათ უსაფრთხო გარემო და კეთილგანწყობილი ხალხი. 

რაც შეეხება ჩემს მოლოდინებს, მაქვს ჩემი დაკვეთები და წლის განმავლობაში წინასწარ აქტიურად იჯავშნებოდა. განსაკუთრებით აპრილიდან ისე დამეჯავშნა, რომ 80-დან 90%-მდე სრულიად ყველა დღე, დღემდე, დაჯავშნილი მქონდა და ეს 10-20%-იანი არ მუშაობა, რეალურად ფიზიკურად ძალების აღდგენისთვისაც გვჭირდება. ჩვენ გიდები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საველე პირობებში და საკმაოდ გრძელი და მრავალსაათიანი სამუშაო დღე გვაქვს. ივნისი მართლა 100%-ით დატვირთული მქონდა და არც ერთი დღე არ დამისვენია. დაემთხვა შიდა ტურიზმი და სასკოლო ექსკურსიები და რეალურად მნიშვნელოვან ტურისტულ ლოკაციებზე გადაადგილებაც კი ჭირდა. რაც შეეხება ივლისს და აგვისტოს ამ ეტაპზე 70%-ი უკვე დაჯავშნილია და ასევე სექტემბერში დაკავებული მაქვს 60%-მდე. ეს ნორმალური მაჩვენებლებია და არ არსებობს, რომ ყველას 100%-ით ჰქონდეს დაჯავშნილი“, - აცხადებს ქეთი ახობაძე.

ინგლისურენოვანი გიდის თქმით, წელს სახეზეა ბაზრების დივერსიფიცირებაც, რაც ტურიზმს კიდევ უფრო გაზრდის. 

„მე ვარ ინგლისურენოვანი გიდი და 2023-2024 წლებში სტატისტიკა, რომ ვაწარმოე, 20 ქვეყნის წარმომადგენლების მასპინძლობა მომიწია. რუსულენოვან სეგმენტზე მე არ ვმუშაობ. წელს განსხვავებული იყო ის, რომ დიდი რაოდენობით მყავდა შვეიცარიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიიდან მყავდა უფრო მეტი ტურისტი ვიდრე ადრე, ასევე ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან მყავდა რამდენიმე ჯგუფი. გარკვეული რაოდენობა ჯავშნებისა გაუქმდა, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან მოფრინავდა და ვიცით, რომ ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება. მყავს მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელიდან ჯავშნები გაუუქმდათ. მე პირადად სამი დიდი შეკვეთა მაქვს ისრაელიდან სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ქართველი ებრაელები ჩამოდიან ოჯახებით და საკმაოდ მსხვილი შეკვეთებია. მოლოდინს, რაც შეეხება მე არ გამკვირვებია ის ციფრი რაც დაიდო. ვფიქრობ, რომ ეს მაჩვენებლები გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა რეგიონში არსებული დაძაბულობა“, - აცხადებს ქეთი ახობაძე. 

2025 წლის იანვარი-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით - საერთაშორისო ტურისტების.
მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 201,986 ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%; +3,006 ვიზიტი); იტალიიდან (+26.1%; +2,271 ვიზიტი); ესპანეთიდან (+25.9%; +1,638 ვიზიტი); გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტი); პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტი); გერმანია (+4.2%; 1,296 ვიზიტი) და სხვა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%; +4,525 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%;).
ასევე, რეკორდული, 32,750 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +17%; +4,752 ვიზიტი) 2025 წლის II კვარტალშიც, მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+25.4%; +4,139 ვიზიტი); არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+21.4%; +722 ვიზიტი); ომანიდან (+49.8%; +542 ვიზიტი); კატარიდან (+14.6%; +58 ვიზიტი) და ბაჰრეინიდან (+7.8%; +54 ვიზიტი). ხოლო ვიზიტები შემცირდა ქუვეითიდან (-12.3%; -763 ვიზიტი).
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ

13.04.2026.14:29

ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.

ერთი დღით ადრე Eurowings-ში ვარაუდობდნენ, რომ ფრენების განრიგის „დიდ ნაწილს“ მაინც შეასრულებდნენ Eurowings Europe-ისა და პარტნიორი ავიაკომპანიების მხარდაჭერის იმედით.

ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის გამო, გაფიცვისგან გათავისუფლდნენ Lufthansa-სა და CityLine-ის ის პილოტები, რომლებიც ასრულებენ რეისებს გერმანიიდან შემდეგი მიმართულებებით: აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ერაყი, იემენი, კატარი, ქუვეითი, ლიბანი, ომანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

პროფკავშირის წარმომადგენლებმა გაფიცვის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, რომ Lufthansa-ს და Lufthansa Cargo-ს ჯერჯერობით არ წარუდგენიათ წინადადებები კორპორაციული საპენსიო პროგრამების შესახებ. ანალოგიური სიტუაციაა CityLine-ის შემთხვევაშიც თანამშრომლებთან კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. წელს ესLufthansa-ს გაფიცვების მეოთხე ტალღაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა