მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

„ბრიტიშ ეარვეისისა" და „იზიჯეტის" შემოსვლით მიმდინარე წელს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზრდება - მარიამ ქვრივიშვილი

news image

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერომიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები British Airways და easyJet იწყებენ. საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენებისშესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.

 

ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებებიბრიტიშ ეარვეისთან" დაიზიჯეტთან" - ასეთი ძლიერი, გლობალური ორი ავიაკომპანიის შემოსვლით  საქართველოს სრულიად ახალ ტურისტულბაზრებზე უჩნდება წვდომა, რადგან ავიაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ინდუსტრიისგანვითარებაში. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყებით და ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანიებისდაინტერესებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ბაზრებისდივერსიფიცირებას, მდგრად განვითარებას და, საერთო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება, სწორია დასამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტების განხორციელების საფუძველს ქმნის" - განაცხადაეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მისი ინფორმაციით, ავიარეისები ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 6 სიხშირითშესრულდება.

 

დიდ ბრიტანეთთან ორი ავიაკომპანიის სერვისებით ვაბალანსებთ მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანიავიაკომპანიის შემოსვლას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების გაზრდასპარალელურად, ვაწარმოებთმარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ლონდონთან პირდაპირი ფრენების გარდა, ასევე ხაზგასასმელიაიზიჯეტის" ახალი მიმართულება თბილისსა და ჟენევას შორის, რაც შვეიცარიასთანპირდაპირი ფრენების პირველი შესაძლებლობაა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგიმიმართულებებით და განრიგით შესრულდება:

 

British Airways ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;

easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1 აპრილიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაეროხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;

easyJet Switzerland ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა - თბილისი - ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს;

easyJet Europe Airline GmbH ფრენებს შეასრულებს 1 აპრილიდან მილანი - თბილისი - მილანის საჰაერო ხაზზეკვირაში 2 სიხშირითყოველ სამშაბათს და შაბათს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს - TasteAtlas რეიტინგი

13.12.2025.10:00

საერთაშორისო ონლაინ კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა აჭარული ხაჭაპური მსოფლიოში საუკეთესო ღვეზელად დაასახელა.  
TasteAtlas-მა 2025/2026 წლების საუკეთესო სამზარეულოების, კერძებისა და დესერტების რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო (არატკბილი) ღვეზელების TOP ხუთეულიდან, 4 ქართულია.
საუკეთესო ღვეზელებს შორის პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა