მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ბრიტანული კომპანია საქართველოში მოქმედი აეროპორტების კონკურენტუნარიანობას იკვლევს

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია Steer Group- ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს აეროპორტების განვითარების კვლევას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში შეფასებული იქნება საქართველოში მოქმედი აეროპორტების კონკურენტუნარიანობა, ეფექტიანობა და შეთავაზებული იქნება მათი გაუმჯობესების გზები და შემდგომი განვითარების ალტერნატივები, როგორც სტრატეგიულ, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში. კვლევა 10 წლიან პერიოდს მოიცავს.

„ეს დოკუმენტი არ იქნება კონკრეტულად რომელიმე აეროპორტის ან ობიექტის განვითარების სტრატეგია, ეს იქნება ზოგადად ქართული ავიაციის, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი აეროპორტების და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

ამ გეგმით ჩვენ მომდევნო 10 წლის განმავლობაში განვავითარებთ სააეროპორტო ინდუსტრიას. იმისთვის, რომ ავიაციის ინდუსტრია იყოს ეკონომიკურად საინტერესო, კომერციულად მომგებიანი და რა თქმა უნდა, ცალკე აღებული რომელიმე აეროპორტის ან რომელიმე ავიაკომპანიის განვითარებას ვერ მოგვცემს იმ შედეგს რაც იგულისხმება კომერციულად საინტერესო და მომგებიან ინდუსტრიაში. ამისათვის საჭიროა კორელაცია და თანხვედრა ყველა მიმართულების განვითარების“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, ძალიან დიდი ნიშა არსებობს ბაზარზე, რომლის დაკავებაც საქართველოს შეუძლია. რასაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სწორი განვითარების გეგმა და თანმიმდევრული თანამშრომლობა სჭირდება.

„ეს დოკუმენტი ამ მიმართულებით ჩვენი სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომელმაც უნდა შექმნას გარემო და სწორ დროს, სწორი ფორმით მიაწოდოს კერძო სექტორს საინვესტიციო გარემო და ის შესაძლებლობები,რომლებიც სხვადასხვა დროს იხსნება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კვლევის ეტაპზე, შეფასდება საქართველოში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო აეროპორტები, რათა დადგინდეს მათი გამტარუნარიანობა და მზაობა რომ მოემსახურონ იმ რაოდენობის მგზავრებს, 10 წლიან პერიოდშია დაგეგმილი.

შეფასება მოხდება, როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო ე.წ კარგო ტერმინალების კუთხით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.

კვლევის ფარგლებში ბრიტანული კომპანია STEER GROUP ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე, ადგილზე შეისწავლიან თბილისის, ქუთაისია და ბათუმის აეროპორტების შესაძლებლობებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა