მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

ბრიტანულ სათავგადასავლო ჟურნალში Wired for adventure ბათუმის შესახებ სტატია გამოქვეყნდა

news image

„აღმოაჩინე მთელი წლის თავგადასავლები საქართველოში“ - ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბრიტანული სათავგადასავლო ჟურნალი ,,Wired for adventure" აქვეყნებს. ვრცელ სტატიაში მკითხველს აჭარის ოთხი სეზონის, მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ და ახალი თავგადასავლების საძიებლად ბათუმში სტუმრობისკენ მოუწოდებენ. „ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის საპორტო ქალაქია და გამოირჩევა კონტრასტებით. აქ უძველესი ნავსადგური კაშკაშა თანამედროვე ცათამბჯენების ფონზე გხვდება. ქალაქი აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურული და გეოგრაფიული გზაჯვარედინია. მშვიდი პლაჟები და შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტები ბათუმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მას წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს. გაზაფხულსა და ზაფხულში ქალაქი ენერგიული და სიცოცხლით სავსეა, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში მყუდრო ხდება, რაც საუკეთესო საშუალებას ქმნის დასვენებისა და ადგილობრივი ტრადიციების სიღრმისეულად გასაცნობად.“ - წერია ჟურნალში ,,Wired for adventure", რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ეცნობა.

სათავგადასავლო ჟურნალი მკითხველს გაზაფხულზე ბათუმის აყვავებული შემოგარენისა და ეროვნული პარკების აღმოჩენებისკენ მოუწოდებს, ყურადღებას კი მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტებზე, სერვისებსა და პროდუქტებზე ამახვილებს. „აჭარა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრის შემდეგ, როდესაც ბუნება იღვიძებს, ბათუმის შემოგარენი ფერებითა და სიცოცხლით ივსება და სტუმრებს ბუნებაში სამოგზაუროდ იწვევს. ლაშქრობის მოყვარულთათვის ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესოა. ქალაქთან ახლოს მდებარე მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, მდიდარია მრავალფეროვანი ტყეებითა და შთამბეჭდავი კანიონებით. ბილიკებს აყვავებული მცენარეები ამშვენებს, ხოლო ჩანჩქერები დასვენებისა და პიკნიკისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.“

„Wired for adventure" ბათუმში ზაფხულში დასვენებაზე საუბრისას საზღვაო აქტივობებთან ერთად სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებზე წერს და მკითხველს მათ გამოცდას ურჩევს. „ზაფხულში ბათუმი განსაკუთრებით აქტიურია და თუ თანამედროვე ქალაქის ენერგიისა და ღია ცის ქვეშ თავგადასავლების მოყვარული ხართ, ეს იდეალური დროა ბათუმის მოსანახულებლად. ბათუმის ბულვარი და ქალაქის მოედნები სავსეა სიცოცხლით, ხოლო ცნობილი ქანდაკება „ალი და ნინო“ თითქოს ყოველ საღამოს ცოცხლდება. თავგადასავლების მოყვარულთათვის ასევე ხელმისაწვდომია კანიონინგი ბუნებრივ ჩანჩქერებსა და მდინარის კანიონებში, ან მთებში 1789-მეტრ სიგრძის ჩირუხის ზიპლაინით ფრენა.“

ჟურნალი მკითხველს ბათუმის საშემოდგომო ტურისტულ პროდუქტებსაც აცნობს. წერს რთველის, ღვინის დაყენების ტრადიციისა და სხვა საშემომოდგომო ტურისტული აქტვივობების შესახებ. „შემოდგომა იდეალური დროა ლაშქრობისათვის და სოფლის ლანდშაფტების დათვალიერებისთვის, სადაც შემოდგომის ფერები განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და თვალწარმტაცია. ფრინველების დამკვირვებლებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია: ბათუმი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოში, ამ დროს ბათუმის ცა მილიონობით ფრინველით იფარება.“

ზამთარში ბათუმში სტუმრობისას „Wired for adventure" მკითხველს ურჩევს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ისტორიული ძეგლები და მუზეუმები მოინახულოს, თავგადასავლებისთვის კი კურორტ „გოდერძის“ ესტუმროს. „ქალაქთან ახლოს მდებარეობს გოდერძის სათხილამურო კურორტი, რომელიც სრიალის მოყვარულებს, სნოუბორდინგისა და ზამთრის ლაშქრობის შესაძლებლობას სთავაზობს როგორც მომზადებულ სათხილამურო ტრასებზე, ისე გაუკვალავ ფერდობებზე. სახლში დაბრუნების შემდეგ კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სასმელი „ჭაჭა“ მრავალფეროვან ქართულ კერძებთან, მაგალითად აჭარულ ხაჭაპურთან ერთად.

„Wired for adventure" ბრიტანული სათავგადასავლო, ტურისტული ჟურნალია, რომელშიც თავმოყრილია სათავგადასავლო ისტორიები და ადგილები, პრაქტიკული რჩევები ჰაიკინგის, ველოსიპედით მოგზაურობის, ლაშქრობისა თუ სხვა აქტიური დასვენების სახეობებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და დანიშნულების ადგილების შესახებ.

ჟურნალის გარეკანზე, სადაც ბათუმის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, კურორტ „გოდერძის“ ულამაზესი ფოტოა განთავსებული. გარდა ამისა, საინტერესო ფოტოპოსტებია გამოქვეყნებული, ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებების შესახებ, ჟურნალის Facebook, Instagram-მ და Threads-ის ოფიციალურ გვერდებზე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2026 წლის პროექტები გააცნო

17.02.2026.13:21

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს შეხვდა.

 მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს 2025 წლის შედეგები გააცნო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლევანდელი გეგმები წარუდგინა.

„ჩვენ შევხვდით საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრებს. ამ შეხვედრაზე ერთის მხრივ შედეგები, მეორეს მხრივ კი წლევანდელი წლის გეგმები გავაცანით სექტორის წარმომადგენლებს, მოვისმინეთ მათი ახალი ინიციატივები, ჩართულობა ახლა პროექტებთან დაკავშირებით.  მსგავსი შეხვედრები რეგულარულად ტარდება.  ტურიზმის ასოციაცია ჩვენი ძლიერი პარტნიორია და ხშირად გვაქვს ერთობლივი პროექტები და ვფიქრობ რომ მომავალშიც ეს ინიციატივები უფრო გაძლიერდება“,- განაცხადა მაია ომიაძემ.

 შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებში, რომლის მიზანია ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა, დივერსიფიკაცია, მაღალმხარჯველი ტურისტული სეგმენტის მოზიდვა და კერძო სექტორის ხელშეწყობა.

“შეხვედრა დაიგეგმა ასოციაციის წევრი კომპანიების ინიციატივით. ინფორმაცია მივიღეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი პროექტების შესახებ, გაგვიზიარეს გასული წლის შედეგები და იმ აქტივობებით მიღებული წარმატებები, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესს სჭირდება სწორად განსაზღვროს სამომავლო გეგმები. ზოგადად, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც საჯარო სექტორის მხრიდან მოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესსაქმიანობის დასაგეგმად. მარკეტინგი ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისის გაუმჯობესების მიმართულება, რომელიც კერძო სექტორს განსაკუთრებით აწუხებს. ამ საკითხებზე სიღრმისეული დიალოგი გაიმართა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის”,- აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.

შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა