ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით - ლევან მოსეშვილი
2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.
,,ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ბრატისლავა თავისი სტრატეგიული მდებარეობით , ევროპის შუაგულში, ბუნებრივად იქცევა რეგიონული მიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად. ქალაქი დაახლოებით 1 საათის სავალზეა ვენასთან და გამორჩეულად მარტივ კავშირს ქმნის ცენტრალური ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებთანაც.
სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა აძლიერებს ბრატისლავას მნიშვნელობას როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ავიაკავშირის სტრატეგიულ ცენტრს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
სხვა სიახლეები
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
01.03.2026.15:57
რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:
თელ-ავივი - 7 რეისი;
შარჟა - 2 რეისი;
დუბაი - 3 რეისი;
დოჰა - 3 რეისი;
აბუ-დაბი - 1 რეისი;
ქუვეითი - 1 რეისი;
ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.