მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

Booking.com-ით მილიონობით მომხმარებელს საქართველოს ულამაზეს ქვეყანას გავაცნობთ - კაროლინ ვერმეულენი

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

Booking.com-ის კომერციული სპეციალისტი, კაროლინ ვერმეულენი, აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოფენის ფარლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდთან საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

"ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ იმ სტუმრებს მივწვდეთ, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ დასვენების ადგილებს,, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებსა და სტრატეგიებს, რათა მეტი ადამიანი მოვიზიდოთ საქართველოს ულამაზეს ქვეყანაში", - აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა, კაროლინ ვერმეულენმა.

ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ.

ITB Berlin-ის გამოფენა საქართველოს ტურიზმის სექტორს საშუალებას აძლევს, კერძო და საჯარო პარტნიორებთან ერთად, ახალი ბაზრების ათვისებასა და მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83,656 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.4%-ით მეტი იყო. ავიამიმოსვლას უზრუნველყოფს Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air, ფრენები კი კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

09.04.2026.17:10

2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს. 15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
 
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა