ბიზნესმა გაამართლა, ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას - „ნესთი“
აჭარაში, ბათუმიდან 9 კილომეტრის დაშორებით გასულ წელს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ტურისტულ ობიექტ „ნესთ“-ის თანადამფუძნებელი გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ბიზნესმა გაამართლა და სეზონზე ობიექტი დაახლოებით 18 დღის განმავლობაში დატვირთულია.
„ნესთ“-ი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მდებარეობს და ჯერჯერობით ერთ გლემფინგ კოტეჯს აერთიანებს, თუმცა გეგმაშია გაფართოება 6-7 კოტეჯამდე და კომპანიის დამფუძნებლები დაფინანსების მოძიების პროცესში არიან.
გიგი ჩაჩავამ და გიორგი მათითაიშვილმა ძალები გააერთიანეს და ასე შეიქმნა „ნესთ“-ი.
როგორც ტურისტული ობიექტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი მათითაიშვილი Business Insider Georgia-თან აცხადებს, მიწა გიგი ჩაჩავას საკუთრება იყო, დაიწერა ბიზნეს-გეგმა და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გიორგი მათითაიშვილის პროექტმა გაიმარჯვა და ასე მოხდა პროექტისთვის 30 ათასი ლარის გრანტის მოპოვება. თავად გლემფინგ კოტეჯი, საიდანაც ულამაზესი ბათუმის პანორამული ხედი იშლება, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით მეწარმეებს 43-45 ათასი ლარის ფარგლებში დაუჯდათ.
როგორც გიორგი მათითაიშვილი ამბობს, „ნესთ“-ის სერვისზე მოთხოვნა მზარდია და სტუმრობენ როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„დატვირთულობა წელს 30%-ით მაღალია, ვიდრე გასულ წელს. გვაქვს შემოდგომის ჯავშნები და ვფიქრობ, სეზონი ოქტომბრის ბოლომდე აქტიური იქნება. შემდეგ ველით აქტივობას წინა საახალწლო პერიოდში. ზამთრის სეზონზე ნაკლები სტუმარი გვყავს, თუმცა თოვლიან დღეებში, გლემფინგ კოტეჯი ყოველთვის დაკავებულია“, - ამბობს გიორგი მათითაიშვილი.
გლემფინგ კოტეჯში, მოთხოვნის შემთხვევაში ღამის თევა ერთდროულად 4-ზე მეტ ადამიანს შეუძლია.
რაც შეეხება ფასებს, „ნესთ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სააქციო ფასი 2 ადამიანზე 180 ლარია, ხოლო მაღალ სეზონზე ფასი 225-ლარიდან 250 ლარამდეა. აღნიშნულ ფასში არ შედის საუზმე, თუმცა წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში მასპინძლებს აღნიშნული სერვისის მიწოდებაც შეუძლიათ.
გლემფინგ კოტეჯში მოწყობილია მინი სამზარეულო, სადაც არის გაზქურა, ელექტრო ღუმელი, მაცივარი, ტოსტერი, მადუღარა, ასევე ეზოშია გრილი დამონტაჟებული. ეზოში ასევე მოწყობილია გასართობი სივრცე პუფებითა და ჰამაკით და ასევე არის კოცონის დასანთები ადგილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა
31.12.2025.17:48
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა.
ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა.
კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”, “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.
საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.