მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა, თუმცა მოთხოვნა მაინც საკმაოდ მაღალია -  Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

news image

ქვეყანაში ტურიზმის დინამიკა უმეტესად აზიისა და გალფის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების ზრდის ფონზე შეიცვალა, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა. მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა და სტუმრების გადანაწილება მოხდა, სასტუმროებში მაღალი მოთხოვნა მაინც ნარჩუნდება. 

„ბევრი ახალი სასტუმროს გახსნისა და ზოგადად ბაზარზე სასტუმრო ოთახების მაღალი რაოდენობის ფონზე, მოთხოვნა მაინც საკმაოდ დიდია და შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ დადებითი ზრდა აღინიშნება“, - განმარტავს თათია ჩიკვაიძე.
მისივე თქმით, ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრების გახსნამ და პირდაპირი ფრენების დანიშვნამ Pullman Tbilisi Axis Towers-ის სტუმრების რაოდენობაზე დიდი გავლენა იქონია. 

„2024 წლის სამი კვარტლის შიდა მონაცემების მიხედვით, საკმაოდ დადებითი ტენდენციაა ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემომავალ ტურ-სერიებზე. ასევე საკმაოდ მოიმატა მოთხოვნამ კორეიდან და გალფის ქვეყნებიდან. 
ამავდროულად, დიდი იმედით ვუყურებთ დაგეგმილ პირდაპირი რეისებს, ახალი მიმართულებების გახსნას, რომლებიც ევროპის ქვეყნებს უფრო დიდი მასშტაბით მოიცავენ და ამ ფონზე, სწორი მარკეტინგული კამპანიებით, სასტუმროების დატვირთულობამ უნდა მოიმატოს“, - განმარტავს  Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ Pullman Tbilisi Axis Towers-ი ახალი წლის დღეებზე ჯავშნებს აქტიურად იღებს და როგორ თათია ჩიკვაიძე ამბობს, განსაკუთრებული მოთხოვნა მეზობელი ქვეყნებიდან შეინიშნება. 
„Pullman Tbilisi Axis Towers-ში სტუმრების ძირითადი ნაკადი შემოდის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან, გალფის ქვეყნებიდან  და ასევე ტაილანდიდან. მეზობელი ქვეყნებიდან მოთხოვნა საკმაოდ მზარდია ახალი წლის დღეებზე“, - აცხადებს თათია ჩიკვაიძე. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს

20.02.2026.09:49

„გემო ფესტი“ სვანეთში ბრუნდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში, სეტის მოედანზე, 21-22 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

„გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალში 15 ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. „გემო ფესტის“ ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

„გემო ფესტი“ 2 დღის განმავლობაში, შაბათ-კვირას მესტიაში გაიმართება, ყველას ველოდებით სეტზე. „გემო ფესტის“ მთავარი მიზანია გასტროტურისტული პროდუქტის განვითარება, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობებში უფრო მეტად ჩართვა და ხელშეწყობა, რომ მათ გასტროტურისტული პროდუქტი შექმნან. სხვადასხვა რეგიონში „გემო ფესტის“ ჩატარების შემდეგ, მთლიანობაში, სულ 56 „გემოელი“ გვყავს და შედეგი არის, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ბიზნესად ჩამოაყალიბა თავისი პროდუქცია - ზოგმა საფესტივალო პროდუქტი შექმნა და სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობს, ასევე გაიხსნა სამასპინძლო ობიექტები“,- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება, სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ: LEVI LOVE DISCO, DUCKTAPE, O’SOUL SPINNER, TOBAKO TWEEN, ONIANI.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა