მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

ბათუმში სასტუმრო Landmark გაიხსნა - ინვესტიცია 3 მლნ დოლარია

news image

ბათუმში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო Landmark-მა სტუმრების მიღება უკვე დაიწყო და ზაფხულის ცხელი სეზონისთვის მაღალი დატვირთულობის მოლოდინშია. 

Landmark-ი ჰაიდარ აბაშიძის #26-ში მდებარეობს და ის კომპანია „გესთ გრუპის“ საკუთრებაა.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „გესთ გრუპის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა ნუკრი შარაძემ განაცხადა, განთავსების ობიექტი 45 ნომერზეა გათვლილი.

„სასტუმრო  Landmark-მა სტუმრების მიღება უკვე დაიწყო და ჩვენი სასტუმროს დაჯავშნა თითქმის ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან არის შესაძლებელი. რაც შეეხება ადგილობრივ ჯავშნებს მივიღებთ ვებ-გვერდის და სასტუმროს სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე ვაპირებთ, რომ  Landmark-ის შეთავაზებები გავაკეთოთ HotSale-სა და Swoop-ის მეშვეობით. 

იმისათვის, რომ სასტუმროს ცნობადობის გაზრდა მოხდეს, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან, მით უმეტეს პარტნიორი სასტუმრო „მონარქიდან“ გამომდინარე ამისი დიდი გამოცდილება გაგვაჩნია“, - აცხადებს ნუკრი შარაძე.

Landmark-ში დატვირთულობის ზრდას ერთ თვეში ელოდებიან, რადგანაც ზაფხულის ტურისტული სეზონი მალე ოფიციალურად გაიხსნება. როგორც სასტუმროში განმარტავენ, უკვე შემოსულია ჯგუფური ჯავშნებიც.

Landmark-ის მშენებლობაში „გესთ გრუპმა“ 3 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. სასტუმრო საშუალო შემოსავლიან სეგმენტზე გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ “გესთ გრუპის“ ერთ-ერთი თანამფლობელი ბიზნესმენი გია ლომინაძეა, რომლის „ინს გრუპი“ ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო სასტუმრო „მონარქს“ უკვე ფლობს.

სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმრო ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს. პროექტში კომპანიამ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამომავლოდ კი „ინს გრუპი“ გაფართოებასა და სასტუმროს გახსნას თბილისშიც განიხილავს, რომლისთვისაც ფართის მოძიებას უკვე 2025 წლიდან დაიწყებს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

21.05.2025.16:43

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში უწყების მენეჯმენტი ბათუმში მასშტაბური ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩატარების მიზნით შეხვედრებს მართავს მსხვილ კომპანიებთან.
გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან, სასტუმროებთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი.
 
ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2025“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღებულობენ. წელს, გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა