ბათუმს, სასტუმროების ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმრო შეემატა
ბათუმში განხორციელებული პროექტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.
განთავსების ახალი ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი კომპანია „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგმა” განახორციელა.
120-ოთახიან სასტუმროში მოქმედებს ორი საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის რუმსში ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 პირი და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. ახალი სეზონისთვის დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სასტუმრო კომპლექსს რესტორანი, ბარი და აუზი დაემატება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.