ბაკურიანსა და კურორტ “გოდერძიზე“ სასრიალო სეზონი გაიხსნა
ბაკურიანსა და კურორტ “გოდერძიზე“ სასრიალო სეზონი გაიხსნა, მალე სეზონი გაიხსნება გუდაურშიც. წელს ზამთრის კურორტებზე თოვლი შედარებით ადრე მოვიდა, რამაც ბაკურიანს 7 დეკემბრიდან ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შესაძლებლობა მისცა.
ირკვევა, რომ ბაკურიანში ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ღიაა შემდეგი საბაგიროები და შესაბამისი ტრასები:
დიდველზე – ნოდო და ჰალფ პაიპი
კოხტაზე – კოხტა პლატო
14 დეკემბრიდან კი მსურველები კურორტ „გოდერძიზე“ სრიალსაც შეძლებენ.
კურორტზე ყოველდღე, ღია იქნება საბაგიროები და შესაბამისი ტრასები: ჭანჭახი და ზანკა
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 10:00-16:00სთ.
შაბათ-კვირას – 10:00-17:00სთ.
აბონემენტები იყიდება კურორტის სალაროებში
აღსანიშნავია, რომ 2024-25 წლის ზამთრის სასრიალო სეზონს, გუდაური და ბაკურიანი ახალი სასრიალო ტრასებით შეხვდა.
გუდაურის ახალი ტრასის სიგრძე 4კმ იქნება, სასრიალო არეალის ჯამური სიგრძე კი 80კმ-ს შეადგენს.
ბაკურიანში, დიდველის არეალის ახალი ტრასა – 3კმ-ია, ტრასების საერთო სიგრძე 36კმ იქნება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
06.04.2026.13:26
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.
Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.
ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.