ბაკურიანი, საქართველო აუცილებლად უნდა შეიტანოთ მოსანახულებელი ადგილების სიაში - ევროსპორტის კომენტატორი
ევროსპორტის კომენტატორი ბრედ ჯეი მაყურებელს ბაკურიანისა და საქართველოს მონახულებას ურჩევს. "ბაკურიანი, საქართველო" - საოცარი ადგილი, რომელიც თუ ჯერ არ გაქვთ მოსანახულებელი ადგილების ნუსხაში, აუცილებლად უნდა შეიტანოთ", - აღნიშნა წამყვანმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრის კომენტირებისას.
მისი თქმით, ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ, საუკეთესო შედეგი აჩვენონ.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 18 თებერვალს ბაკურიანში საზეიმოდ გაიხსნა.
მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.