აზერბაიჯანში, ქართველი ტურისტების ვიზიტები 5,5%-ითაა გაზრდილი
აზერბაიჯანში ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 5,5%-იან ზრდას აჩვენებს.
ამასთან, აზერბაიჯანში უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში საქართველოდან ჩასული ვიზიტორების სტატისტიკა პროცენტულ ჭრილში მეოთხე ადგილზეა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2023 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მსოფლიოს 168 ქვეყნიდან 522,9 ათასი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი ჩავიდა.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით კი მიმდინარე მაჩვენებლები 1,6-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
ირკვევა, რომ 4 თვის მონაცემებით აზერბაიჯანში რუსეთიდან ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 31,7%-ითაა გაზრდილი, თურქეთიდან 20,9%-ით, ირანიდან - 8,4%-ით, საქართველოდან 5,5%-ით, ინდოეთიდან - 5%-ით, პაკისტანიდან 2,3%-ით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, 2, 2%-ით, ყაზახეთიდან 2%-ით და ასე შემდეგ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.