მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ავიაკომპანია EasyJet - ი გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია easyJet-მა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს და ფრენებს ლონდონის, ჟენევასა და მილანის მიმართულებით ჯამურად კვირაში 6 სიხშირით შეასრულებს, საბორტო ჟურნალში Traveller - ი საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი". სტატია მოგზაურობის მოყვარულებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის ქართულ სამზარეულოზე, კულტურასა და ღვინოზე. მასში ასევე საუბარია საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე, სადაც ქვევრში ღვინის დამზადების კულტურა 8 ათას წელს ითვლის.
„ავიაკომპანიასთან ერთად, დაგეგმილი გვაქვს არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა, რაც საქართველოს ცნობადობის ზრდას განაპირობებს და სტიმულს მისცემს ტურისტული ნაკადების შემოდინებას. ავიაკომპანია, თავის მხრივ, გამოიყენებს ყველა პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. 
ავიაკომპანია ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყებს. მინისტრის მოადგილის თქმით, easyJet - ის შემოსვლა საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია და ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას აღნიშნული ქვეყნებიდან. „სახელმწიფო  განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში იმისთვის,  რომ ტურიზმის ინდუსტრიამ განაგრძოს მდგრადი და დივერსიფიცირებული განვითარება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 
„საქართველოს დედაქალაქი პოპულარობის ზენიტშია. თბილისი მომნუსხველი ქალაქია, სადაც ქვაფენილიანი ქუჩები და ქალაქის ისტორიული ცენტრი მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს. ქალაქი გარშემორტყმულია გორაკებით, რომელიც არაერთ თავგადასავალს გთავაზობთ. აი, მიზეზები, რატომაც თბილისი 2025 წელს ჩვენს სიაში მოხვდა. მისი არსებობის მანძილზე რამდენიმე დიდი სახელმწიფოს მიერ დაპყრობილი დედაქალაქის არქიტექტურა ეკლექტური და ჭრელია. აქ ნახავთ ყველაფერს, დაწყებული მონუმენტური საბჭოური შენობებიდან, როგორიცაა ქორწინების სასახლე, დასრულებული პარიზული და ამავდროულად ოსმანური სტილის რუსთაველის პროსპექტით ", - წერს გამოცემა.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

08.05.2025.13:29

გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურაგასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით  ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).  

რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში  506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება  (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.   

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია

,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა