მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისის" შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„დღეს ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის. „ბრიტიშ ეარვეისმა" დღეს შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენა ლონდონი - თბილისის მიმართულებით. ეს იყო საკმაოდ გრძელვადიანი და რთული მოლაპარაკებების პროცესი და ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის „ბრიტიშ ეარვეისის" მიერ ლონდონი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას. 
დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი" ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი თბილისის მიმართულებით სრულად დატვირთული ბორტით შეასრულა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლონდონში თვითმფრინავი ასევე სრული დატვირთვით დაბრუნდება, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ არსებული პირდაპირი ფრენა ძალიან წარმატებული იქნება. 
„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანიასთან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ  წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბრიტიშ ეარვეისის" შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის ახალი განაცხადი იქნება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, შედეგად, გაიზრდება ტურისტული ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც პირველ რიგში, უზრუნველყოფს, რომ გააძლიეროს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეები და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. „შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ოჯახური სასტუმრო რაჭის მყინვარების ხედით - „ჭიორა ინ“-ში აგვისტოსთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია

30.07.2025.16:00

სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა  შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.


„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს. 


„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო  შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები,  არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.


„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.

სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.


„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.

„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.


მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის. 


რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ. 

„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და  შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა