მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

ატირაუ - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან

news image

დღეს, 27 მაისს, Air Astana-მ ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. Airbus 320 ტიპის თვითფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა. 

ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს. 

ამასთანავე, Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ოთხჯერ ასრულებს ავიარეისებს ქალაქ ასტანის მიმართულებით და კვირაში 10-ჯერ ქალაქ ალმათის მიმართულებით.  

ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში ხუთჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 

ქალაქი ატირაუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით.  ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

21.01.2026.17:00

ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვახერხოთ ფასების დაწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, მოქალაქეებზე აისახოს ის სიკეთე, რომელსაც ქვეყანა ეკონომიკური ზრდის შედეგად იღებს.

„ბიზნესის თავისუფლება არის მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ბუნებრივია, თავისი პლუსი აქვს, როდესაც ბიზნესი მთლიანად თავისი თავისუფალი შეხედულებით განსაზღვრავს საკუთარ საქმიანობას, თუმცა აქ შემოდის სოციალური ასპექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს თავის საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში. რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. თქვენთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში - 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც.

შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა