მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის შოუ - „V is for Vino“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებს

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ღვინის შოუს „V is for Vino“ გადამღები ჯგუფის წევრებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები ქართული ღვინის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც წლის ბოლოს, „V is for Vino“ ყველა პლატფორმაზე - ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე „ReachTV“ და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდება (https://visforvino.com/).

„ბოლო წლების განმავლობაში, აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი სტაბილურად მზარდია. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების წარმოება განსაკუთრებით საჭიროა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. მოხარული ვარ, რომ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით სწორედ „V is for Vino“-მ იმუშავა საქართველოში ამ მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური გადაღებების შემდეგ, მისი ყველა პლატფორმის საშუალებით შეიტყობს აშშ-ს მოსახლეობა ქართული ღვინის კულტურის შესახებ“, - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრაზე.

გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწვივნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუშაობის პროცესი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა. ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც იძლევა დამატებით შესაძლებლობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციები გამყარდეს. 

აშშ-ში დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, ღვინის შოუს „V is for Vino“ გადამღები ჯგუფი საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა. 

„აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, „The New York Times”, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების ზრდა განაპირობა. 2024 წელს ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს - 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება“, - აცხადებენ სამინისტროში.

 
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ოჯახური სასტუმრო რაჭის მყინვარების ხედით - „ჭიორა ინ“-ში აგვისტოსთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია

30.07.2025.16:00

სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა  შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.


„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს. 


„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო  შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები,  არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.


„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.

სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.


„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.

„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.


მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის. 


რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ. 

„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და  შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა