მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7090.2
-0.004
flag
AZN 1.5955
-0.0007
flag
CNY 38.134
-0.0027
flag
EUR 3.1386
-0.0128
flag
GBP 3.5623
-0.0143
flag
KZT 51.31
0.0017
flag
TRY 0.0645
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0012

აჭარა საუდის არაბეთის მედიის ობიექტივში

news image

აჭარის შესახებ საუდის არაბეთის რეიტინგული ტელეკომპანია “MBCI” გადაცემას ამზადებს. გადაცემა „Sabah El Kheir Ya Arab”-ის გადამღებმა ჯგუფმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმოგზაურა. მათ ობიექტივში ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდა ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და ჩირუხის ხეობა თავისი ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით. გარდა აჭარისა ტელეკომპანია “MBCI” სპეციალურ სატელევიზიო ეპიზოდებს ამზადებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ. გადამღები ჯგუფი უკვე სტუმრობდა თბილისს, ყაზბეგს, ბორჯომს, ქუთაისს, წყალტუბოსა და შეკვეთილს, რის შემდეგად გადაღებებს წალკასა და კახეთში გააგრძელებენ. ისინი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან.

“საუდის არაბეთიდან რეგიონში გვაქვს პირდაპირი ფრენები, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პოტენციურ ტურისტებს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. აჭარისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ მომზადებულ სპეციალურ ეპიზოდებში წარმოჩენილი იქნება ის ულამაზესი ბუნება, გასტრონომია, ტრადიციები და ტურისტული პროდუქტები, რითიც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. აჭარას უცხოელი ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბლოგერების წლის განმავლობაში აქტიურად სტუმრობენ, რაც გვეხმარება თანამედროვე, ციფრულ სამყაროში  სამიზნე აუდიტორიას გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – Vision Air-მა ოპერირება დაიწყო

02.11.2025.11:30

ავიაკომპანია „Vision Air“-მა საქართველოსა და მოლდოვის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი კიშინიოვი–თბილისის მიმართულებით დღეს შესრულდა და თბილისში მოლდოვის დედაქალაქიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა.

ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ოპერირების მიმართულებით ლევან ცხადაძე, თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-სა Vision Air-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან ცხადაძის განცხადებით, Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ოპერირებას იწყებს“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ.

Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. რეგულარული რეისები კიშინიოვი–თბილისი–კიშინიოვის საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით სრულდება, თუმცა ავიაკომპანია ეტაპობრივად სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ამჟამად ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა