მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7075.5
0.0017
flag
AZN 1.5978
-0.0007
flag
CNY 37.842
-0.0036
flag
EUR 3.1805
-0.007
flag
GBP 3.6913
0.0004
flag
KZT 52.39
0.0007
flag
TRY 0.0678
-0.0001
flag
USD 2.7172
-0.0009

ამჟამსად „რადარის“ სასტუმროები 95%-ითაა დატვირთული და ეს ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველი ციფრია - მაია მახათაძე

news image

„რადარის“ სასტუმროები ამჟამად დატვირთულები არის დაახლოებით 95%-ით და ეს არის ძალიან მაღალი დატვირთულობის მაჩვენებელი და ნებისმიერი სასტუმროსთვის სასურველი ციფრი, - ამის შესახებ "რადარის" დამფუძნებელმაგანაცხადა. მაია მახათაძე საქართველოს 2025 წლის პირველი ნახევრის ტურიზმის დინამიკას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სეზონი საკმაოდ მაღალი დატვირთულობით დაიწყო.


„მე როგორც სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენელმა შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი ძალიან მაღალი ნიშნულით დავიწყეთ. საუბარი მაქვს აქტიურ პერიოდზე, რომელიც საქართველოსთვის აპრილიდან იწყება. იმიტომ, რომ მარტო მაინც დაბალ სეზონს მიეკუთნება, ამ დროს იღვიძებს ტურიზმი და შესაბამისად აპრილიდან ველოდებით ხოლმე გარკვეული ტიპის ზრდას. როდესაც ვადარებთ წინა თვის მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სანომრე ფონდი გაზრდილია და მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ვგულისხმობ სასტუმრო-განთავების ობიექტებს შორის კონკურენციას, დატვირთულობის კუთხით სექტორმა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო სეზონი. ჩვენ გვესმის, რომ პერიოდულად გაქვს გამოწვევები, როგორიც იყო მაგალითად ნოემბერ-დეკემბერში და რომელმაც გარკვეული უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა სასტუმროები მაინც საკმაოდ დატვირთული იყო. ამ მაჩვენებელს უკვე ამყარებს მაისის თვე, რადგანაც მაისი არის საკმაოდ აქტიური, არის გამოცხადებული დასვენებების პერიოდი. განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან ტურისტების მიღება ქვეყანამ აქტიურად დაიწყო.

ივნისიდან კი სხვადასხვა საშვებულებო პერიოდის დამსვენებლები მივიღეთ, მათ შორის ბიზნეს მოგზაურები. ზოგადად მაის-ივნისი მაინც ბიზნეს მოგზაურობის პერიოდია და ძალიან კარგად ისახება ეს ტურიზმზე. აი ამ შემთხვევაშიც შემიძლია გითხრათ, რომ მაღალი აქტივობა წამოვიდა განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. ევროპასაც წინასწარ განსაზღვრული ჰქონდა თავისი ვიზიტები. ევროპიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი შესაბამისად აისახა ჩვენს დინამიკაზე. სტატისტიკას ემატება და ამყარებს ასევე მეზობელი ქვეყნები“, - აცხადებს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებლის თქმით, ტურიზმის მაჩვენებლების ზრდაზე ასევე დადებითი ეფექტი მოახდინა დამატებითმა პირდაპირმა ფრენებმა და ახალმა ავიაკომპანიებმა, რომლებიც სწორედ წელს შემოემატნენ საქართველოს ავიაბაზარს. 


„ტურიზმზე განსაკუთრებული ეფექტი შეიძლება მოახდინოს პირდაპირმა ფრენებმა, მით უმეტეს როცა ევროპის ქვეყნებიდან დაგვემატა 4 ახალია ავიაკომპანია. ეს არის პირდაპირი დესტინაცია იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან სჭირდება საქართველოს და მაღალმხარჭველუნარიან ვიზიტორებად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნისთვის. 


გარკვეული გამოწვევა გვქონდა იმ 10 დღიან ჭრილში, როდესაც საჰაერო ნაკადები შეწყდა ისრაელის და ირანის ციდან. გასაგებია რატომაც. ამას დაემატა კატარიც. კატარი ერთ-ერთი მსხვილი ჰაბია, რომელიც დიდი რაოდენობით ატარებს საერთაშორისო მოგზაურებს სპარსეთის ყურიდან. აქედან გამომდინარე, რომ არა ეს დანაკარგი ეს მზარდი ტენდენცია უფრო შენარჩუნებული იქნებოდა“, - აცხადებს მაია მახათაძე.

2025 წლის იანვარი-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით - საერთაშორისო ტურისტების.
მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 201,986 ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%; +3,006 ვიზიტი); იტალიიდან (+26.1%; +2,271 ვიზიტი); ესპანეთიდან (+25.9%; +1,638 ვიზიტი); გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტი); პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტი); გერმანია (+4.2%; 1,296 ვიზიტი) და სხვა.
 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურისტების რაოდენობა ევროპიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია - HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი

09.07.2025.19:00

ქართულ - შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე Business Insider Georgia-სთან 2025 წლის პირველი ნახევრის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას აფასებს, რომელიც დღეს გახდა საჯარო. გიორგის დოლიძე, რომლის მენეჯმენტ კომპანია, რომელიც პორტფელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბევრ სასტუმროს აერთიანებს, მათ შორის Glarros OldTown-ს, Holiday Inn Resort-ს, BlueSky Towers-ს, Home2Suites by Hilton-სდა სხვადასხვა მიმდინარე სამშენებლო სასტუმრო პროექტებს, აცხადებს რომ მაღალი სეზონი უკვე აპრილიდან დაიწყო. 


„იანვარ-მარტი რომელიც დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება ჩვენს შემთხვევაში იყო 50%-იანი დატვირთულობა, რაც დაბალი სეზონისთვის დამახასიათებელი ციფრია. თუმცა 2024 წლის ანალოგიურ დაბალ სეზონთან მიმართებაში იყო ზრდა, საშუალოდ 8-დან 10%-მდე და შესაბამისად შევეცადეთ საშუალო ფასიც აგვეწია. საშუალო ფასი ზოგადად დამოკიდებულია მოთხოვნაზე და თუ მოთხოვნა იზრდება და დატვირთულობის ზრდა გვაძლევს ამის საშუალებას ვცდილობთ, რომ ფასიც ფეხდაფეხ მივაყოლოთ და წლიდან წლამდე გავზარდოთ. იმიტომ, რომ სასტუმროს გაყიდვების კუთხით აქვს შეზღუდული რესურსი, რადგანაც წლიდან წლამდე ნომრებს ვერ დაამატებ და მაგით შემოსავალს ვერ გაზრდი. ხარჯი წლიდან წლამდე მზარდია და ამიტომ ბიზნესი, რომ მომგებიანი იყოს ვცდილობთ ნომრის ფასი გავზარდოთ, რაშიც ხელშემწყობი ფაქტორი არის ტურისტების გაზრდილი რაოდენობა.


რაც შეეხება მაღალ სეზონს, ის მოულოდნელად დაიწყო აპრილიდან. ზოგადად თბილისისთვის აპრილი იყო გარდამავალი სეზონი, თუმცა წლების განმავლობაში რაც კი აპრილში დატვირთულობა გვქონია, 2025 წლის აპრილში ყველაზე მაღალი დატვირთულობა მივიღეთ. 92%-იანი დატვირთულობა აპრილში არასოდეს არ გვქონია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასებიც საშუალოდ 10%-ით გავზარდეთ, რამაც საშუალო ფასზე დადებითი გავლენა იქონია.

რაც შეეხება მაისს და ივნისს, მაისში ჩვენ გვქონდა 87%-იანი დატვირთულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ფასის ნამატით. ივნისში დაგეგმილი 90%-იანი დატვირთულობა გვქონდა, თუმცა ეს ციფრი 80%-მდე დაგვიკომპენსირდა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ისრაელ-ირანის კონფლიქტმა კონკრეტულ დღეებში გამოიწვია არსებული ჯავშნების გაუქმება. დღეს ჯავშნები აღარ უქმდება, რადგანაც ეს ომი გაჩერდა და ფრენები ნელ-ნელა აღდგენას დაექვემდებარა და ჯავშნების გაუქმების ტენდენციამ იკლო და ახალი ჯავშნებიც ემატება. ჩვენ ივნისში 90%-იანი დატვირთულობა გვექნებოდა და შეიძლება მეტიც, რომ არა ეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ფასის დაკლების გარეშე 80%-იანი დატვირთულობისთვის მიგვეღწია“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის თქმით, ივლის-აგვისტოს პერიოდზე  უკვე არსებული 70%-მდე ჯავშნები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სეზონი, რომელიც აპრილიდან დაიწყო და დასრულდება ოქტომბრის ბოლოს, საშუალოდ 80-85%-იანი დატვირთულობა იქნება.


„რაც ძალიან კარგია თბილისისთვის. გაზრდილი რაოდენობა გაქვს ტურისტების სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, საშუალოდ 10-15%-ით, ომამდე (ივნისის მოვლენები) ისრაელი გაზრდილი იყო 30%-ზე მეტით. ევროპამ დაიწყო გაზრდა აპრილი-მაისიდან - ძირითადად ინდივიდუალური მოგზაურების კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ ფრენებია დამატებული ევროპის მნიშვნელოვანი მიმართულებებიდან თვიდან თვემდე უფრო დიდი ზრდა იქნება. ყველაზე დიდი და ხელშესახები ეფექტი ჩემი აზრით ექნება 2026 წლის სეზონს, რადგანაც ძირითად ამინდს ქმნის ჯგუფები და ჯგუფური ვიზიტები და ცხადია ევროპელები ვიზიტებს ერთ დღეში არ გეგმავენ. რადგანაც ამ მიმართულებებიდან უკვე არსებობს ფრენები, ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ მიმდინარე წლის შემოდგომიდან და მომდევნო წლის სეზონისთვის და გააკეთებენ ძალიან ბევრ წინასწარ ჯავშნებს. ინდივიდუალური ვიზიტები უკვე გაზრდილია საშუალოდ 25-30%-ით. ეს კი ქმნის დადებით ტენდენციებს იმისთვის, რომ 2026 წელი უფრო ნაყოფიერი იქნება, როგორც განთავსების ობიექტებისთვის, ისე ტურისტული კომპანიებისთვის“, - აცხადებს გიორგი დოლიძე. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა