მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ამდენი ევროპელი მოგზაური საქართველოში არასოდეს არ ყოფილა - მაია ომიაძე

news image

ამდენი ევროპელი მოგზაური საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს გაძლიერებული მარკეტინგული კამპანიები აქვს იმ ბაზრებზე, საიდანაც ქვეყანას პირდაპირი ფრენები გააჩნია. 


„ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ქვეყნების ათეულს, ოცეულს ვინც საქართველოს სტუმრობს, როგორც ტურისტი და საერთაშორისო მოგზაური რა თქმა უნდა პირველ ხუთეულში, ათეულში ძირითადად არის ტრადიციული ბაზრები და რა თქმა უნდა არის სამეზობლო. რასაც სახმელეთო საზღვარი გადაზიდავს​ საჰაერო საზღვარს ყოველთვის გაუჭირდება. საგულისხმოა და მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ სტრატეგიულ ბაზრებს რასაც ვაიდენტიფიცირებთ და ვმუშაობთ დაგეგმილად, ეს იქნება მარკეტინგული კამპანიები, წლის განმავლობაში გაწერილი, ფეხდაფეხ ამას მოჰყვება პოლიტიკა - ფრენების მიმართულებით, ახალი მიმართულბების დამატება, ახალი სიხშირეების დამატება. ბრიტანეთიდან 25%-იანი მატება გაქვს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირ იმასთან კავშირში, რომ კვირაში 6-ჯერ გაქვს დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი რეისი. როგორც კი ფრენა დაიწყო British Airways-მა და easyJet-მა ჩვენ მივაყოლეთ ფეხდაფეხ, ერთობლივად ავიაკომპანიებთან და ცალკე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარკეტინგული კამპანიები. ეს აქტივობები კი ციფრებში სწორედ ამ ფორმით აისახება. ამდენი ევროპელი მოგზაური საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. ევროპელი მოგზაური,  რაც 2025 წლის პირველ ორ კვარტალში იყო არასოდეს არ ყოფილა საქართველოში.


ჩვენ წელს ევროპაში გვყავს პარტნიორი კომპანია, რომელიც გვეხმარება ქვეყნების მიხედვით სეგმენტურად განვახორციელოთ მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია. ვფარავთ გერმანიას, პოლონეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძირითადად იმ ქვეყნებს, საიდანაც გაქვს პირდაპირი ფრენები. ჩვენ გვყავს კიდე ასეთი ტიპის 4 პარტნიორი კომპანია.

ფრენები ტურიზმის გამწევი ძალაა - მთავარი ხერხემალია. ჩვენც კამპანიებით ვეხმარებით. ასევე გაქვს. ყურის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარია. გაქვს ინდოეთში ასეთივე კამპანია. ინდოეთი ახალი ბაზარია არამხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად ინდოელებმა არც თუ ისე დიდი ხანია ასე მასობრივად დაიწყეს მოგზაურობა. 


ეს ერი ზოგადად მრავალრიცხოვანია და ისევე როგორც ჩინეთი და ასეთი ერების შემთხვევაში ყველანაირი სეგმენტი არსებობს - არსებობს მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტი, არსებობს ადამიანები, რომლებიც შედარებით მცირე ბიუჯეტით მოგზაურობენ. ვფიქრობ საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ტიპის ტურისტმა, თავისი გემოვნების შესაბამის შესაბამისად კარგად დაისვენოს. ინდოელი მოგზაურების შემთხვევაში მათ შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ. ასევე ხანგრძლივი მოგზაურობა ახასიათებთ ჩინელებსაც. განსხვავებული ტურისტული პროდუქტები აინტერესებთ“, - აცხადებს ომიაძე.


 მისივე თქმით, კერძო სექტორიც აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ახალი ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების საჭიროებები დააკმაყოფილონ.'


„თავისთავად ბაზარი ამას გიკარნახებს, სხვაგვარად ვერ მოერგები. ამ კამპანიის ფარგლებში გაქვს, როგორც გადამზადების შესაძლებლობა. სექტემბერში მაგალითად ჩინურ ბაზარზე მორგებული სატრენინგო კურსებს ითვალისწინებს ჩვენი კამპანიაც, რომელსაც ჩინეთის მთავრობის მიერ არის დამტკიცებული პროგრამით განვახორციელებთ.


ეს ახალი ბაზარია როგორც ჩვენთვის ისე სექტორისთვის და ერთგვარად რაღაც პროცესია. ჩვენ ვიცით ევროპელ მოგზაურს როგორ ვუმასპინძლოთ, თუმცა ჩინელებს სხვანაირი მასპინძლობა სჭირდება. ასევე ინდოელებსაც. შესაბამისად ჩვენ კერძო სექტორთან ერთად ამ გზას ერთად გავდივართ და ერთად ვსწავლობთ“, - განმარტავს ომიაძე.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

10.12.2025.11:48

პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი „Wanderlust" ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. „ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.

„Wanderlust" თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.

სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.

აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.

აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.

„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი :

https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა