მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ამ ღონისძიების მთავარი გზავნილია „მშვიდობა და ტურიზმი“, პანელურ დისკუსიებზე, სწორედ ტურიზმის განვითარებისთვის მშვიდობის როლზე იქნება საუბარი - მაია ომიაძე 

news image

„დღის განმავლობაში იქნება საინტერესო დისკუსიები, მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებზე. ყოველ წელს ამ ღონისძიებას აქვს მთავარი გზავნილი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა და ეს არის „მშვიდობა და ტურიზმი“. გაიმართება პანელური დისკუსიები მშვიდობის როლზე ტურიზმის განვითარებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოგზაურებისთვის მშვიდობას, რათა მათ შეძლონ ახალი ქვეყნების აღმოჩენა“, - ამის შესახებ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი განცხადებით, 27 სექტემბერს მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის საერთაშორისო დღეს და ეს თარიღი პირველად აღინიშნება საქართველოში. 

„1979 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დააწესა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. გასულ წელს ევროპის კომისიამ ჩვენ მოგვცა ხმა და ევროპის კვოტით საქართველოში აღინიშნება. ძალიან მაღალი რანგის სტუმრები არიან საქართველოში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 160 ქვეყნის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები, მინისტრები, მათი მოადგილეები. ტურიზმისა და ავიაციის სფეროს პროფესიონალები, ასევე საერთაშორისო მედია“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის - კლოდ ჟურნე

17.04.2026.12:10

თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.

ფრანგული კომპანია „Echapevoo“-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.

„მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.

კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა