მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ამ ეტაპისთვუის სასტუმრო სრულად არის დატვირთული - Bristol Hotel & Spa Bakuriani

news image

ზამთრის ტურისტულ სეზონს Bristol Hotel & Spa Bakuriani სრული დატვირთვით შეხვდა. როგორც Business Insider Georgia-სთან Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერმა, ანი ბერუაშვილმა განაცხადა, 14 იანვრის ჩათვლით სასტუმრო 100%-ით არის დატვირთული.

„ჩვენი სასტუმრო სეზონურია და, შესაბამისად, მიმდინარე სეზონზე 20 დეკემბერს გავიხსენით. რაც შეეხება დატვირთულობას, 27 დეკემბრიდან დღემდე სასტუმრო სრულად არის დატვირთული. ასევე, 14 იანვრის ჩათვლით სრული დატვირთვა გვაქვს. გვყავს როგორც ადგილობრივი სტუმრები, თუმცა წელს მნიშვნელოვნად ჭარბობენ Booking-ის მეშვეობით დაჯავშნილი უცხოელი სტუმრები - რუსები, უკრაინელები, ყაზახები და სომხები. სხვათა შორის, ევროპიდანაც გვყავდა სტუმრები - დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და შვეიცარიიდან. წელს ძალიან კარგი სეზონია. რაც შეეხება ბაკურიანში ტურისტულ სეზონს, სხვა სასტუმროებთანაც მაქვს კომუნიკაცია და მათთანაც ანალოგიურად ძალიან კარგი დატვირთულობაა. ტრასებს რაც შეეხება, ისინი მოწესრიგებულია და კარგ მდგომარეობაშია. სტუმრები აქტიურობენ. პრობლემა, რომელიც ბაკურიანს ბევრი სტუმრის ჩამოსვლის დროს აქვს, ინტერნეტია“, - აღნიშნა ანი ბერუაშვილმა.

სასტუმრო სეზონს მარტის შუა რიცხვებში ან მარტის ბოლოს ხურავს, რაც ამინდსა და მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ირკვევა, რომ Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს მაგალითზე უფრო გააქტიურდა sogenannte „ბოლო წუთის“ ჯავშნები.

„სეზონის განმავლობაში წინასწარი ჯავშნებიც არის, თუმცა წინასწარი დაჯავშნების მიმართ მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა - უფრო ხშირად შემოდის „ბოლო წუთის“ ჯავშნები როგორც უცხოელი ტურისტების, ისე ქართველი დამსვენებლების მხრიდან. მიუხედავად ამისა, დატვირთვის ზრდას ველოდებით, რადგან მოთხოვნა მაღალია“, - აცხადებს სასტუმროს წარმომადგენელი.

Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერის თქმით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად გაიზარდა სასტუმროს მომსახურების ფასებიც.

„ფასების მატება დაფიქსირდა, რადგან მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ფასების ზრდა გარდაუვალი გახდა“, - ამბობს ანი ბერუაშვილი.

ბუტიკ-ჰოტელი Bristol Bakuriani მდებარეობს კოხტას სათხილამურო ტრასებიდან სულ რაღაც 500 მეტრში და რეგიონში არსებული სხვა ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 40 კომფორტულ ნომერს, რომლებიც იდეალურია როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურებისთვის.

სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს განთავსების ახალ კონცეფციას, რომელიც აერთიანებს ელეგანტურობასა და კომფორტს და აკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნებსაც.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი

16.01.2026.17:33

2025 წელი სასტუმრო Pullman-სთვის საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე კვარტალი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ​სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალურმა მენეჯერმა სებასტიენ ვინსენტმა 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას განაცხადა, 

„ვიზიტორების დიდი პროცენტულობა გვსტუმრობდა ჩინეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან. საერთაშორისო კონფერენციების კუთხითაც აქტიურობდნენ ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, ევროპის სხვადასხვა ქვეყნები.
2026 წელს ველოდებით როგორც საქმიანი ტურიზმის ზრდას საერთაშორისო ბაზრებიდან, ასევე ტურისტული ჯგუფების ზემოაღნიშული ქვეყნებიდან“, - აცხადებს  სებასტიენ ვინსენტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.

გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 499,890 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით +14%-ით გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეკორდულად მაღალი ვიზიტები დაფიქსირდა გაერთიანებული სამეფოდან (+39.1%; +12,646 ვიზიტი); საბერძნეთიდან (+28.2%; +7,765 ვიზიტი); საფრანგეთიდან (+17.4%; +4,917 ვიზიტი); იტალიიდან (+39.4%; +7,840 ვიზიტი); ესპანეთიდან (+48.6%; +7,167 ვიზიტი).

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გარდა ზრდა ფიქსირდება სხვა მიზნობრივი ტურისტულები ბაზრებიდან. 2025 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან 145,513 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +3.4%; +4,774 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტების მაღალი ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან, (+9.1%; +8,042 ვიზიტი).

2025 წელს ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი (+91,444 ვიზიტი; +29.4%); აზერბაიჯანი (+72,793 ვიზიტი; +33.2%;); ჩინეთი (+39,312 ვიზიტი; +44.4%).

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა