მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

აქტიურად განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან – მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით და განვაგრძობთ დაწყებულ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთთან“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, პეკინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის ავიაკომპანიების – Hainan Airlines – ის, Capital Airlines – ის და Sichuan Airlines – ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდგომ გაზრდილია ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ასევე მგზავრთნაკადი ორ ქვეყანას შორის.

„აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ინტერესი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ჩინეთიდან მზარდია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ გვყავდეს მეტი ახალი ავიაკომპანია ჩინეთიდან, გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციისა და აეროპორტის მიმართულებით, შესაბამისად, პეკინში ვიზიტის ფარგლებში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, რომ დავაინტერესოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები საქართველოში პირდაპირი ფრენების ოპერირებისთვის“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიები იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს მგზავრთნაკადი, ისევე როგორც ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმის გაძლიერებაზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტაციამ წელს 500-ზე მეტ საერთაშორისო მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა

31.12.2025.17:48

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით და სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, წელს 70 მედია და 12 გაცნობითი ტური გამართა. 

ადმინისტრაციამ 350 უცხოელ ჟურნალისტს, ბლოგერს, ინფლუენსერს, ფოტოგრაფსა და 158 ტუროპერატორს უმასპინძლა. 

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს   საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ  სტატიები მომზადდა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოცემებში, როგორიცაა: The Independent, Travel + Luxury Magazine, The London Standard, SAVEUR, The Spectator, Forbes, Food & Wine, Decanter, Mail, Guardian, The Observer,”Frankfurten Allgemeine”,  “The National UAE” ხოლო სატელევიზიო სიუჟეტები გავიდა არხებზე „EBS Korea“, „MBC1“, „RTVE“, „TRT“, Rai1.

საინფორმაციო და მედია ტურების პარალელურად ქართული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ათამდე B2B შეხვედრა, სადაც საერთაშორისო და ადგილობრივმა კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ურთიერთობები დაამყარეს და შეთანხმებებიგააფორმეს  მომავალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მიზნით. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეს  პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული კერძო სექტორის განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა