ახალი ბაზრები გვაძლევს შესაძლებლობას დავაბალანსოთ შემცირებული მიმართულებები - თემო მაჭარაშვილი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, იანვარ-მარტში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა.
ტურისტული კომპანია „Travel Bee“-ის წარმომადგენელი თემო მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ირანში მიმდინარე ომისა და გაუქმებული ფრენების ფონზე, კერძო სექტორისთვის პირველი კვარტალი განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდება: სხვადასხვა ბაზარზე ზრდისა და კლების პარალელური პროცესებით.
“გარკვეული ბაზრების მიმართულებით გვაქვს ზრდა, გარკვეული ბაზრების მიმართულებით - კლება. პოზიტიური რეალობა არის ის, რომ კორეიდან არის ნამდვილი ზრდა, გვყავს რამოდენიმე ჯგუფი, ჯგუფები მოიცავენ საქართველოს და ასევე მეზობელ სომხეთს. ინდოეთთან დაკავშირებით ობიექტური კლება გვაქვს, თუმცაღა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ინდოეთის, ისრაელისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს, ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს ისეთი ტიპის ბაზრები, როგორიცაა ჩინეთი, კორეა. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ჭრილში, გლობალური ფაქტორებით გამოწვეული მდგომარეობა საკმაოდ დაგვიბალანსა ჩინეთმა” - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა; ზრდა დაფიქსირდა ისეთი სტრატეგიული ბაზრებიდან, როგორიცაა ჩინეთი (+48.6%), კორეის რესპუბლიკა (+67.2%) და აშშ (+19.3%). ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები გვაძლევს შესაძლებლობას, ტურისტული ნაკადების ზრდა შევინარჩუნოთ - შალვა ხუციშვილი
15.04.2026.17:26
2026 წლის პირველი კვარტალი საქართველოს ტურიზმისთვის ახალი რეკორდით აღინიშნა: იანვარ-მარტის პერიოდში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-იანი ზრდაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან დაფიქსირდა, სადაც ვიზიტების რაოდენობა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30.2%-ით გაიზარდა.
ტურისტული კომპანია „Georgian Bus“-ის დირექტორის, შალვა ხუციშვილის შეფასებით, წლის დასაწყისი კერძო სექტორისთვისაც პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო, მისი თქმით, იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით აქტიური იყო ისრაელის ბაზარი, რაც ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. თუმცა გლობალურმა პროცესებმა მარტის თვეში სექტორზე გარკვეული გავლენა იქონია.
მისივე შეფასებით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, სექტორში პოზიტიური მოლოდინები კვლავ შენარჩუნებულია და არსებული ტენდენციის აღდგენის პერსპექტივა რეალურია.
„ტურისტების მოზიდვაში ძალიან გვეხმარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებები, იქნება ეს B2B შეხვედრები თუ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა მარკეტინგული კამპანია, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველო და მოვიზიდოთ მეტი ტურისტი, რაც საბოლოოდ ამ დადებითი ტენდენციის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს,“ - აცხადებს შალვა ხუციშვილი.