ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური - ირაკლი კობახიძე
ახალი აეროპორტის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაშიგამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე არისაბსოლუტურად რეალური.
„ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებითმიმართულებები შემიძლია გითხრათ, ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე ეს არისრუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. მას შემდეგ, რაც უკვეჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვიძლია დავაზუსტოთსაზოგადოების წინაშე ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ვადებს, მოსამზადებელია კონცეფცია, ასევეარქიტექტურული პროექტი, ჩვენ ვვარაუდობთ მომავალი წლის აპრილში მშენებლობისდაწყებას. შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურადრეალური. ბიუჯეტიც დაზუსტდება. ჩვენ გვაქვს წინასწარი გათვლები, მაგრამ მირჩევნია, დავაზუსტოთ ბიუჯეტი და ამის შემდეგ მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია", - განაცხადაპრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.13:29
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145,137 - მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რეკორდული, 49 %-იანი ზრდა, (2024 წლის აპრილი - 97,220 მგზავრი), ხოლო რეისების კუთხით ზრდამ 28% შეადგინა. (2024 წლის აპრილი - 330 რეისი).
რაც შეეხება 4 თვის ჯამურ მონაცემს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება (2024 წლის 4 თვე - 495,235 მგზავრი), ხოლო რეისების რაოდენობა უცვლელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მოლოდინები მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით კიდევ უფრო პოზიტიურია.
,, აპრილის თვიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 3 ივნისიდან კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ასევე, გაიზრდება ფრენის სიხშირეები არსებულ რეისებზე. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 33 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.