მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

Ajara Glamping გაფართოვდა - ინვესტიცია 0,5 მლნ ლარს აჭარბებს

news image

Ajara Glamping • აჭარა გლემფინგი გაფართოვდა. ტურისტული ობიექტი თუ აქამდე 2 გლემფისგან შედგებოდა, დღეს უკვე 5 ობიექტს აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან Ajara Glamping-ის თანადამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ახალი, 3 ობიექტი განსხვავებული კონცეფციისა.

„3 ახალი ობიექტი დავამატეთ, რომლებიც არსებული ობიექტებისგან განსხვავებულია. ჯამში ჩვენს ხუთივე ობიექტში 20 სტუმრის მიღებაა შესაძლებელია. ახლები ძველებისგან იმით განსხვავდება, რომ ტრადიციული გლემფი არ არის, უფრო ხის მასალაა გამოყენებული და სამივეს აქვს საკუთარი აუზი. შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია და ახალ ობიექტებში ღამისთევა დაახლოებით 40-%-ით ძვირი ღირს“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე.

აღნიშნული გაფართოებისთვის Ajara Glamping-მა 0,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

Ajara Glamping-ის თანადამფუძნებლის თქმით, ამ დროისათვის ჯავშნები ძირითადად ადგილობრივი სტუმრებიდან შემოდის. ტურისტული ობიექტის მაგალითზე, მაღალი სეზონი ივნისიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ირაკლი თავართქილაძის პროგნოზით, მიმდინარე ცხელ სეზონზე ობიექტის საშუალო დატვირთულობა 70%-მდე იქნება.

გარდა ღამისთევისა Ajara Glamping-ი თავის სტუმრებს სხვადასხვა სახის ტურებსაც სთავაზობს.

„გვაქვს კვადრო ტურები. ასევე გვაქვს საფეხმავლო ტურები. აღნიშნული სერვისებით კი ძირითადად უცხოელი სტუმრები სარგებლობენ“, - აცხადებს ირაკლი თავართქილაძე. მისივე განმარტებით, Ajara Glamping-ის უცხოელი სტუმრების უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან არიან.

Ajara Glamping-ის მაგალითზე ადგილობრივი ტურისტების ღამისთევების საშუალო მაჩვენებელი 1-2 ღამეა, ხოლო უცხოელების - 3-4 ღამე.

ტურისტულ ობიექტში ამ დრომდე გასული წლის ფასებს ინარჩუნებენ და ორი ადამიანისთვის Ajara Glamping-ში ღამისთევის ღირებულება 150-ლარიდან 250 ლარამდეა.

Ajara Glamping-ი ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Ajara Glamping-ის კოტეჯები მდებარეობს ქედაში, სოფელ კოკოტაურში, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. Ajara Glamping-ი წარმოადგენს განტვირთვის შესანიშნავ საშუალებას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქ წლის ყოველი დრო ულამაზესია. კარვიდან აჭარის ულამაზესი ბუნება იშლება. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ინდოეთის მიმართულებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია ჩვენი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა - სოფო გელაშვილი

13.02.2026.14:02

ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბურ კამპანიას დადებითად აფასებს კომპანია Flowers.ge-ის წარმომადგენელი სოფო გელაშვილი. მისი თქმით, ინდოეთის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია მსოფლიოში, მათი ჩართულობა კი ნიშნავს პოზიციონირებას ახალ მაღალბიუჯეტიან სეგმენტში.

„ქვეყნის ცნობადობის ზრდას ინდურ საქორწილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირ კავშირებს, ადგილობრივი კომპანიებისთვის კი ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ინდური ქორწილები, ძირითადად, რამდენიმედღიანია და მოიცავს დიდი სტუმრების რაოდენობას კომპლექსურ დეკორს, ტექნიკურ უზრუნველყოფას და მრავალსერვისიან ორგანიზებას, რაც პირდაპირ ზრდის ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ მდგომარეობას“-განაცხადა სოფო გელაშვილმა.

მისი თქმით, გაზრდილია მოთხოვნა და ინტერესი საქართველოს მიმართ.
„ბოლო პერიოდში აქტიურად ხდება საქორწილო ინდუსტრიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, ასევე იზრდება ინდოელი ვიზიტორების რაოდენობა, შესაბამისად პოტენციალი აშკარად მაღალია. საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანია: ვიზუალურად უნიკალური ლოკაციები, ევროპული გარემო, კლიმატური მრავალფეროვნება, კულტურული ავთენტურობა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ინდური კულტურის ცოდნა, დიდი მასშტაბის ლოგისტიკის მზაობა. ეს მიმართულება გახდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ეკონომიკურად მომგებიანი ნიშა ივენთ-ინდუსტრიაში“,-აცხადებს სოფო გელაშვილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.

პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.

ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა