მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7092.3
0.0725
flag
AZN 1.601
0.0167
flag
CNY 37.946
0.0471
flag
EUR 3.1909
0.0627
flag
GBP 3.6943
0.0674
flag
KZT 50.57
0.0078
flag
TRY 0.0668
0.0007
flag
USD 2.7226
0.0284

Air Serbia-ს წარმომადგენელი: ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე

news image

საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ევროპულ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, Air Serbia-ს Air Serbia-ს ქსელის დაგეგმარების ხელმძღვანელმა, ბოიან არანჯელოვიჩმა აღნიშნა, რომ ფრენების დაწყება ორ ქვეყანას შორის არის ლოგიკური ნაბიჯი ავიაკომპანიის მხრიდან. 

,,პირველ ფრენაზე ბელგრადიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავი სავსე იყო, რამაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, თითქმის 130 მგზავრი იყო. საქართველოში ფრენების დაწყება Air Serbia-სთვის მომდევნო ლოგიკური ეტაპი იყო.  საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების თაობაზე მოთხოვნის დეტალურად გაანალიზების შემდეგ ახალი მიმართულებით განვახორციელეთ ფრენა.

 ეს არის ლოგიკური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების შესახებ  და Air Serbia-ს თითქმის 100 წლიანი ისტორიის მანძილზე. ამავდროულად, ეს ყოველივე ხდება იმ წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ორ ერს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების დაწყებას,-‘’განაცხადა ბოიან არანჯელოვიჩმა. 

Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 18,325 მგზავრი შეაედგინა. რაც 97 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით. 

ბოიან არანჯელოვიჩი - Air Serbia-ს ქსელისა და განრიგის დაგეგმარების ხელმძღვანელი

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „კერა“ – ახალი ეთნო-სივრცე წყალტუბოში, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვე ტურიზმს აერთიანებს

13.08.2025.10:00

Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფი - ეს არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლად გახსნილი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტრადიციას, ინოვაციასა და ღირსეულ იმერულ მასპინძლობას აერთიანებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა რევაზ ჯანელიძემ აღნიშნა, ობიექტი საკმაოდ დატვირთულია და მისი სტუმრების 50% უცხოელები არიან.

 

„კერა დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ჩვენი სტუმრების 50% ადგილობრივ სეგმენტზე მოდის, ხოლო დანარჩენი 50% - უცხოეთიდან. მათ შორის უმეტესობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან.

აგვისტოს თვეში არსებული ჯავშნების მიხედვით ობიექტის დატვირთვა უკვე 60%-ს აღწევს, რაც ახლად გახსნილი სივრცისთვის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ჯერ ახალები ვართ და მასშტაბური პოპულარიზაცია ჯერ არ დაგვიწყია, უკვე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. სასტუმრო განთავსებულია და აქტიურად იყიდება Booking.com-ზე.

სტუმრების მოზიდვის მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე ტურისტულ კომპანიასთან. დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია განვვითარდეთ სწორად და სტრატეგიულად, ამიტომ ვაჩქარებთ კონკრეტული კამპანიების განხორციელებას. განსაკუთრებით დიდი შემოდინებაა პრომეთეს მღვიმის ვიზიტორებიდან - ბევრი მათგანი სტუმრობს ჩვენს კვების ობიექტს. დიდია დაინტერესება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრების მხრიდანაც, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისგან. ისინი ხშირად ჩამოდიან ფრენამდე ერთი დღით ადრე, რათა მშვიდად გაემგზავრონ შემდეგ სასურველ ქვეყნებში. ჩვენი მდებარეობა ქუთაისის აეროპორტთან სიახლოვის გამო საკმაოდ მიმზიდველია და მაღალია მოთხოვნაც განთავსებაზე,“ - აცხადებს რევაზ ჯანელიძე.

მისივე თქმით, მალე „კერა“ საკუთარ სტუმრებს ახალ, უფასო სერვისსაც შესთავაზებს - ტრანსფერს. სასტუმროს წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან სტუმრებს და სასტუმრომდე მიიყვანენ. ასევე, მათი გამგზავრების დღეს რეისის მიხედვით დააბრუნებენ აეროპორტში.

Kera Ethno Group სამომავლოდ ობიექტის გაფართოებასაც გეგმავს. საუბარია ახალი სასტუმრო კორპუსის მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

„ეტაპობრივად ვგეგმავთ ობიექტის განვითარებას. პროექტში შედის სასტუმროს ახალი შენობისა და აუზის მშენებლობა. ამ პროექტების განხორციელებას მომდევნო წელს ვგეგმავთ,“ — აცხადებს ობიექტის დამფუძნებელი და მფლობელი.

ამ ეტაპზე, სასტუმროში განთავსების ღირებულება 1 ღამით 200 ლარიდან იწყება, რაც მოიცავს საუზმეს, ტერიტორიაზე არსებული მუზეუმის მონახულებას და ღვინის დეგუსტაციას.

„კერას“ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეს არის სივრცე, სადაც ადგილი მხოლოდ ნივთებს კი არა, ღირებულებებს უჭირავს. ტურისტული ობიექტი აერთიანებს:

საოჯახო მარანს — ღვინის 8000-წლიანი კულტურის ცოცხალ გამოხატულებას;

ძველი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთების მუზეუმს — წარსულის ყოფითი მემკვიდრეობის არქივს;

განთავსების სერვისს „საცხოვრისი“ — ცხოვრების სტილს, რომელიც დაფუძნებულია წარსულისა და ხარისხზე ორიენტირებული სტუმართმოყვარეობის შერწყმაზე;

კვების ობიექტს „სანადიმო“ — სადაც კერძები ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე მზადდება;

ვორქშოპებს, მასტერკლასებსა და საკონფერენციო სივრცეს — თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას;

აგრო და კულტურულ ტურს ერთ ეზოში — რაც სტუმარს მრავალფეროვან შთაბეჭდილებებსა და პოზიტიურ ემოციებს ანიჭებს;

ჰერბიას — წამყვან ბრენდს, რომლის ბუნებრივი პროდუქტები უკვე აღიარებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

„კერა“ უკვე წარმოადგენს სტანდარტს, რომელიც ემსახურება მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალ ეტაპზე გადაჰყავს როგორც წყალტუბოს, ასევე მთელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური პოტენციალი.

„კერა“ — სივრცე, სადაც სტუმრის მოლოდინი ყოველთვის მართლდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა