მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

აგვისტოში ნომრების უმეტესობა უკვე დაჯავშნილია - სასტუმრო Capo Verde

news image

არსებული ჯავშნების მიხედვით აგვისტოს 70%-ი უკვე დაჯავშნილია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე სასტუმროს Capo Verde-ს მენეჯერმა გიორგი ბერიძემ განუცხადა.

„აგვისტოზე უკვე 70%-იანი დატვირთულობა გვაქვს. ჩვენი სტუმრების 60%-ი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან, ხოლო 40%-ი ადგილობრივი“, - აცხადებს სასტუმროს მენეჯერი.

მისივე თქმით, სასტუმრო მეტი ტურისტის მოსაზიდად აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოური ტურისტულ კომპანიებთან. 

ირკვევა, რომ Capo Verde Hotel Batumi-ს მაგალითზე მიმდინარე ეტაპზე დატვირთულობა გასულ წელთან შედარებით ოდნავ შემცირებულია, რასაც სასტუმროს მენეჯერი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს. 

რაც შეეხება Capo Verde-ში განთავსების ფასებს, ის გასულ წელთან შედარებით 5-7%-ითაა შემცირებული. 

სასტუმრო Capo Verde პირველი სასტუმროა მწვანე კონცხზე და ის საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განვითარებული ბიზნესია. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და მაღალი კლასის მომსახურებას. 


სასტუმროში 4 სხვადასხვა ტიპის 38 ნომერია. სასტუმროს აქვს აუზი, რესტორანი და ტერასა, სადაც საქსოფონის და კინოსეანსების საღამოები იმართება.

„ჩვენი სასტუმრო გთავაზობთ იდეალურ ადგილს განტვირთვისა და დასვენებისთვის, სადაც გატარებული თითოეული წამი ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს.

ზღვის, ბათუმის ბუნების უმშვენიერესი ხედებით გარშემორტყმული სასტუმრო Capo Verde იდეალური ადგილია თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარი დროის გასატარებლად.

ჩვენთან შეგიძლიათ "მოწყდეთ" ქალაქის ხმაურს, ისიამოვნოთ ბუნების პანორამული ხედებით, დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები და კოქტეილები.

შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო დასასვენებლად.

სასტუმრო  Capo Verde გთავაზობთ განთავსებას ღია საცურაო აუზით, უფასო კერძო პარკინგით, ბარით და საერთო ლაუნჯით.

ტერასა Capo Verde  შესანიშნავი ადგილია, რომ სრულყოფილად დაისვენოთ და განიტვირთოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობისაგან, ან უბრალოდ გაატაროთ შესანიშნავი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ტერასაზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. ასევე, ჩვენი ბარი გთავაზობთ კოქტეილების ფართო არჩევანს.

გვეწვიეთ Capo Verde-ს ტერასა ბარში და დააგემოვნეთ თქვენი საყვარელი ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.

 სასტუმრო Capo Vede იდეალური ადგილია მთელი ოჯახისთვის.

 ჩვენს გამწვანებულ ეზოში თქვენ დაგხვდებათ კეთილმოწყობილი, დაცული და უსაფრთხო გასართობი სივრცე თქვენი პატარებისთვის, სადაც თქვენს პატარებს შეეძლებათ დაუვიწყარი დროის გატარება.

სასტუმროში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ კაფეტეერით

Capo Verde-ს სასტუმროში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ საკონფერენციო დარბაზით, რომელიც საუკეთესო გარემოა საქმიანი შეხვედრების, სემინარებისა თუ კონფერენციების დასაგეგმად

სასტუმროში მყოფ  სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ულამაზესი მწვანე კონცხი, რომელიც სასტუმროდან მდებარეობს 1,4 კმ-ში

ბოტანიკური ბაღი ჩვენი სასტუმროდან მხოლოდ 5 წუთის სავალ მანძილზეა, რომელიც გაშენებულია 111 ჰექტარზე და ითვლის 5000 - ზე მეტ ფლორისტულ სახეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

იმისათვის, რომ თქვენი დასვენება კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ, Capo Verde-ს  ყველა სტუმარი მიიღებს ბათუმის ზღაპრული ბოტანიკური ბაღის უფასო ბილეთს.

სასტუმროდან, ბათუმის მატარებლის სადგური მდებარეობს 4,5 კმ-ში, ხოლო უახლოესი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 14 კმ-ში. 

ჩვენი სასტუმრო Capo Verde-ს უნიკალურობას ადგილმდებარეობა  კომფორტისა და დახვეწილი დიზაინის ერთობლიობა განაპირობებს“, - აღნიშნულია სასტუმროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ინდოეთიდან დიდი ინტერესია ქორწილების მიმართულებით, მეტსაც გეტყვით, ჩვენს სასტუმროს რამდენიმე ინდური ქორწილის გამასპინძლების გამოცდილება აქვს - ქეთი რეხვიაშვილი

13.02.2026.17:04

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი. კამპანიის მიზანია საქართველოში მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებების ჩატარება. ქეთი რეხვიაშვილის თქმით, უკვე ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომლის ფარგლებში ინდოეთიდან საქართველოში, წელს მასშტაბური ქორწილი ჩატარდება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი კამპანია ინდოეთიდან ქორწილების მოზიდვასთან დაკავშირებით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ინდური ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მზარდია საქორწილო ტურიზმში. ინდური ქორწილები გამოირჩევა მრავალდღიანი პროგრამით, სტუმრების დიდი რაოდენობითა და მაღალი ბიუჯეტით, რაც პირდაპირ აისახება როგორც სასტუმროებზე, ასევე ავიაციაზე, სერვისებსა და მთლიანად, ეკონომიკაზე “ - აცხადებს სასტუმრო „ბილტმორის“ წარმომადგენელი ქეთი რეხვიაშვილი.

მისით თქმით, სწორი პოზიციონირებისა და კოორდინირებული მარკეტინგის შემთხვევაში ინდური ბაზარი საქართველოსთვის შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ინდოეთიდან ინტერესი უკვე არსებობს ქორწილების მიმართულებით. მეტსაც გეტყვით, რომ სასტუმრო „ბილტმორს“ უკვე აქვს გამოცდილება რამდენიმე ინდური ქორწილის გამასპინძლების, რაც გვაძლევს პრაქტიკულ ცოდნას ინდური ქორწილების სპეციფიკის შესახებ, რაც მოიცავს: მრავალდღიან პროგრამებს, განსხვავებულ ცერემონიებს, თემატურ საღამოებს, სპეციალურს მენიუებს და დიდი რაოდენობით სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ ინდური ქორწილი არ არის ერთდღიანი ღონისძიება, ეს 3-5 დღიანი მასშტაბური ღონისძიებების სერიაა, რაც მოიცავს ინდური კულტურისთვის დამახასიათებელ აქტივობებს“,-აღნიშნავს ქეთი რეხვიაშვილი, მისი შეფასებით, კერძო სექტორი ხედავს პოტენციალს და მზად არის უფრო მასშტაბური ღონისძიებებისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს.

პროექტის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე დააკონტრაქტეს მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები ინდურ კომპანიებთან.

ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმართლმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და აშ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სააკონვეციო და საგამოფენო ბიურო ახალ ბაზარზე აქტიურად მუშაობს, რაც გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრების გამართვას, ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება მსხვილი ღონისძიებების მიმართულებად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა