უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული - Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი
2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკი შეიმჩნევა - ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო სასტუმროები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულად იჯავშნება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა 35 %-ით და რეისების რაოდენობა 38 %-ით გაზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდაა.
ამის ფონზე სასტუმრო Le Méridien Batumi-ში განსაკუთრებულ დატვირთულობაზე საუბრობენ - ნომრები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, მოთხოვნა კი ყოველდღიურად იზრდება.
როგორც Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე აღნიშნავს, ტურისტული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალმა პირდაპირი ავიარეისებმაც შეიტანა. შედეგად, ბათუმი აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან - განსაკუთრებით აქტიურია ტურისტები თურქეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და ა.შ. რაც აძლიერებს ქალაქის მრავალფეროვან საერთაშორისო ხასიათს.
„სასტუმრო პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმშია დატვირთული - ეს ჩვენთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდია“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.
ნონა შოთაძის თქმით, სტუმრები ჩამოდიან ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, ასევე მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, გარდა ამისა, გაიზარდა ადგილობრივი ტურისტების ნაკადიც.
ბათუმის ტურისტულ ბაზარზე Le Méridien Batumi-ის კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ სერვისის მაღალი ხარისხი არ არის, ასევეა მრავალფეროვანი შეთავაზებები.
„Le Méridien Batumi გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ კომფორტს - ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და მოგონებებს, რომლებიც სტუმრებს აჭარასთან, ბათუმთან და საქართველოსთან აკავშირებს, აძლიერებს მათ სურვილს დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Le Méridien Batumi აგვისტოში მასპინძლობს გამოფენებს, მუსიკალურ პერფორმანსებს, მასტერკლასებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რაც მაღალი დატვირთვის ფონზე კიდევ უფრო გამდიდრებულ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.
„დღეს უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული“, - ამბობს ნონა შოთაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.10:05
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია გააცნო. პრეზენტაციას სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლები დაესწრნენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზარზე ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებში მასშტაბურ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
კამპანიის ფარგლებში, 11 ქვეყანაში მაშტაბური აქტივობები ტარდება, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ღონისძიებებზე წარმოდგენილია 4 საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია.
მარკეტინგული აქტივობები მოიცავს:
კამპანია ასევე მოიცავს როუდშოუებს და მონაწილეობას 8 მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებაში ევროპის 32 ქალაქში.
ევროპის ქვეყნებში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას საქართველოში.
კამპანია ერთდროულად მიმდინარეობს ევროპის, აზიისა და ამერიკის კონტინენტებზე, ყველა სტრატეგიულ ბაზარზე.
მიმდინარე აქტივობები:
ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი.
აქტივობები მოიცავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას (ITB Berlin, Top Resa Paris, Fitur, BIT Milan), პრესტურებს, სტატიებს საერთაშორისო გავლენიან გამოცემებში (Vogue, GQ, Financial Times, National Geographic Traveller, Conde Nast Traveller და სხვ.), ასევე ინტენსიურ B2B და PR კამპანიებს.
ჩინეთი – ITB China საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, B2B და B2C კამპანიები (WeChat, Weibo, REDnote), Roadshow-ები და China Ready ტრენინგები.
ინდოეთი – გამოფენები, სტატიები წამყვან გამოცემებში (Conde Nast, Travel+Leisure, Elle), ციფრული გარე რეკლამა, Roadshow-ები და Sales Mission-ები.
წარმომადგენლობა: Think Strawberries.
ახლო აღმოსავლეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, საუდის არაბეთი.
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიას, მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებში (ATM Dubai) და მასშტაბურ B2B შეხვედრებს.
ჩრდილოეთი ამერიკა, აზია, ავსტრალია:
აშშ – მონაწილეობა NY Travel Show-ზე, სტატიები GQ, Vogue, Conde Nast Traveller-ში;
კანადა, იაპონია, ინდონეზია, ავსტრალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა – თემატური პრესტურები და მედია აქტივობები.