მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა - Euronews

news image

აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა - აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო - ამ სიტყვებით იწყებს  ევრონიუსი ბათუმის, აჭარის შესახებ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს. ევრონიუსის გადაცემა „Explore”-ის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების 8,000 წლოვან ტრადიციას გაეცნო.

ევრონიუსის მაყურებემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ევრონიუსის ობიექტივში მოხვდა აჭარის ტყეები და ნაკრძალები. წამყვანი აჭარის უნიკალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რეგიონის 60%-ს მოიცავს ტყე. უნიკალურია მტირალას ეროვნული პარკი, ის ერთ-ერთია ოთხ დაცულ ეროვნულ პარკთაგან აჭარაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია.

ჩვენ ვეზიარეთ და ვნახეთ აჭარის მდიდარი კულტურა, ლეგენდარული სტუმართმასპინძლობა, ვეწვიეთ საქართველოს მეორე დიდ ქალაქს, ბათუმს, რომელიც ანტიკური ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურის მიქსია. აღმოვაჩინეთ რეგიონის თვალწარმტაცი ბუნება, რომელიც ქალაქს ირგვლივ აქვს შემორტმული.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში.  მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმი 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. ევრონიუსს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა