მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო

news image

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც სოციალურ ქსელებში აჭარის და ზოგადად საქართველოს ტურისტული პროდუქტების, მიმართულებების, ღირსშესანიშნაობებისა და გასტრონომიის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანია პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note, WeChat და Weibo ბათუმის საპრომოციო გვერდის Visit Batumi-ს ანგარიშის შექმნას და აჭარის საპოპულარიზაციო აქტიურ სარეკლამო კამპანიას ითვალისწინებს. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი გაეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას შეიქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ონლაინ რეკლამა ჩინეთში 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალაოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანული ავიაკომპანია Eurowings 2 ივლისიდან პირდაპირ რეისებს კიოლნი – თბილისი – კიოლნის მიმართულებით იწყებს

24.03.2026.16:09

კიოლნი - ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. გერმანული ავიაკომპანია Eurowings 2 ივლისიდან პირდაპირ რეისებს კიოლნი – თბილისი – კიოლნის მიმართულებით იწყებს.
რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება
კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნესკონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებგვერდს www.eurowings.com

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა