მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

აჭარაში ტურიზმის სეზონი მზარდი სტატისტიკით დაიწყო - თინათინ ზოიძე

news image

2023 წელი რეგიონში წარმატებით და მზარდი სტატისტიკით გამოირჩევა, – ამის შესახებ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში დეპარტამენტი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

თინათინ ზოიძის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემით უცხოელი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯამში 333’848 ვიზიტს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 93 %-ითაა გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +33 % – ით (წყარო საქსტატი).

„გაზრდილია მიმართულებებისა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. გაზრდილია ფრენების რაოდენობაც.

2023 წლის 5 თვის მონაცემით განხორციელდა 711 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +1.14 % -ით (2022 წ. 5 თვე – 703 ფრენა), ხოლო 2019 წლის მონაცემთან (598 ფრენა) შედარებით გაზრდილია 19 %-ით. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, 12 ქვეყანაში რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +42 %-ით“, – აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

მისივე განმარტებით, მთიან აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. კერძოდ:

ქობულეთში – ისპანის ტორფნარებზე გარემოსთან ადაპტირებული ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. სახალვაშოში განახლდა ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა, სოფელ ჩაქვისთავში კი სადამკვირვებლო პლატფორმის განახლების პარალელურად მოეწყო საპიკნიკე სივრცე და საქანელები.

ხელვაჩაურში – მიმდინარეობს მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა, სოფელ კაპნისთავში შეიქმნა ახალი კანიონგის – კასკადოვან ჩანჩქერებზე დაშვების ექსტრემალური ტურისტული პროდუქტი, მოეწყო დაშვების ლოკაციები, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაჭახელაში, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიხსნა მაჭახელას ეთნოსოფლის ვიზიტორთა ცენტრი.

ქედაში – დაემატება ახალი საპიკნიკე ტერიტორიები ზედა მახუნცეთში და ხარისსაწოლის იალებზე, მოეწყო დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი და ჩანჩქერი უკვე შევიდა ტურისტულ მარშრუტებში. საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო  მთა ნაკონაღვარსა და მთა მილისზე.  სპორტული ტურიზმის მოყვარულებისთვის ამოქმედებულია კავიანის სამთო ველობილიკიც.

შუახევში – უკვე გაიხსნა და ვიზიტორებს იღებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, სადაც მოწყობილია საშხაპეებიც, საკოცონე და ღამისთვის სივრცეებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჭვანას ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოყოფილი აქვს 10 მლნ ლარი. ასევე, დაახლოებით 10 მლნ ლარი დაიხარჯება ჩირუხის მთაზე ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობისთვის.

ხულოში – გრძელდება ხიხანის ციხეზე მისასვლელი ბილიკის მშენებლობა. ღორჯომში დაიწყო საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. უჩხოს ხეობაში მოეწყო კანიონინგის სადგურები. უკვე გაიჭრა და კეთილმოეწყო კანიონინგთან მისასვლელი ბილიკები, გადამზადნენ კანიონერები და აღიჭურვნენ სპეციალური ფორმებით.

აჭარული სამზარეულოს, ტრადიციებისა და რიტუალების პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა გზამკვლევები „აჭარის კულინარიული გზამკვლევი“ და „ხალხური ტრადიციები და რიტუალები აჭარაში“. წლის ბოლომდე აღნიშნულ წიგნებს შეემატება გზამკვლევები რეგიონის რეწვის დარგების, აჭარის ზღვისა და შიდა წყლების თევზეულობის შესახებ.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა და ტურისტული ობიექტების განიშნულიანება. ასევე, ახალი სამთო-საველოსიპედე ბილიკების მარკირება. პარალელურად მიმდინარეობს, ისეთი მნიშბნელოვანი ფესტივალები ჩატარება და ორგანიზება რეგიონში, როგორებიცაა „ზაფხულის ფესტივალი“, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისი ფესტივალი.

წელს, პირველად ბათუმმა უმასპინძლა სოფლის ტურიზმის გენერალურ ასამბლეას, რომლის ფარგლებშიც სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაც გაიმართა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აგვისტო 95 %-იანი დატვირთულობით მიმდინარეობს - Lopota Lake Resort & Spa

18.08.2025.12:25

ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.

ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა