აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. რეგიონში რეგისტრირებულ ყველა ტურისტულ ობიექტზე განთავსებულია QR Code-ი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს კონკრეტული ობიექტის შეფასება შეუძლიათ. გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები. გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.
დეკემბრის ბოლოს, „მაგნოლია 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ადგილს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.12:25
ზაფხულის მიმდინარე ტურისტულ სეზონს აფასებს „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი. მაკა ღვლივიშვილის განცხადებით, Lopota Lake Resort & Spa - ლოპოტა სპა რეზორტში გაზრდილია როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ფასიც.
ზოგადად წლევანდელი სეზონი ძალიან მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს, როგორც ყოველთვის ლოპოტაზე. ივლისი 90-%-მდე იყო დატვირთული, აგვისტო კი 95%-ით დატვირთულია. ჩვენი მთავარი ბაზარი წელს ისრაელია. სეზონს სრულად რენოვირებული ოთახებით შევხვდით და შევძელით საშუალო დღიური განაკვეთის აწევა, შესაბამისად საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებთ. სექტემბერიც უკვე კარგად გამოიყურება არსებული ჯავშნებით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით დიდ ჯგუფებს ვმასპინძლობთ, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს წარმოადგენენ და სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ჩვენთან. ასევე უკვე დავაანონსეთ რთველის ტრადიციული ფესტივალი 21 სექტემბერს და ველით ჩვენს ერთგულ სტუმრებს“,-აცხადებს მაკა ღვლივიშვილი.