მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

news image

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელსაც უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.

ფესტივალის პირველი დღე საჯარო ლექციებით გაიხსნა, რომელზეც მომხსენებლებმა ფრინველთა კონსერვაციისა და დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ფესტივალის საპატიო სტუმარმა ნოამ ვეისმა, რომელიც  ფრინველთა საერთაშორისო ბერდვოჩინგისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, ფრინველთა დაცვის კუთხით ისრაელის გამოცდილებაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, საჯარო შეხვედრაზე მოხსენებები გააკეთეს ნიკა პაპოშვილმა თემაზე "გარიელის დაცვა: იხვების დაცვა პოტენციური გადაშენებისაგან კავკასიაში", გიორგი იანქოშვილმა „საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები"და გიზო სესკურია, FFI- საქართველო.

ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმებსა და ტერიტორიებზე. დღეს, ფესტივალის სტუმრები ფრინველებს შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმაზე აკვირდებოდნენ, ხვალ კი გასვლითი ტური პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთანაა დაგეგმილი. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე. 

22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები.

მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და  მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ

06.04.2026.13:26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. 

International Tourism and Leisure Fair (MTT) Wrocław 2026-ზე, 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ ადგილებს, მთიან აჭარას, ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაციები, შედგა შეხვედრები საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

Wrocław 2026-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ პოლონელ კოლეგებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა