აჭარა ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება
აჭარა ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება.აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საზეიმოდ გაიხსნა საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში. დაპირებისამებრ, ტურისტული სეზონის დაწყებამდე, დასრულდა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ფაზა და აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.
ქობულეთში სეზონის ოფიციალურ გახსნამდე დასრულდება ფიჭვნარის ბულვარის მოწყობის პირველი ეტაპი. ასევე, ქობულეთში დასკვნით ეტაპზეა ე.წ. „ეკო სანაპიროს“ რეაბილიტაციის პროექტი.
ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება მაღალმთიან აჭარაშიც. შუახევის მუნიციპალიტეტში, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინი აშენდა. ზიპლაინის ფუნქციონირებაზე საერთაშორისო იტალიური კომპანია იქნება
პასუხისმგებელი. კომპანიის წარმომადგენლები უკვე საქართველოში არიან.
დაბა ხულოში დაიწყო სპორტული სკოლის და სტადიონის მშენებლობა. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერის რეაბილიტაცია. ქვემო ვაშლოვანში დასრულდა ახალი სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის კეთილმოწყობა.
აქტიურად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურა მაღალმთიან აჭარაში, დასკვნით ეტაპზეა ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია.
რეგიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ახალი შენობა
შენდება. ასევე, ფართოვდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რისთვისაც დამატებით ოთხ სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ სარფში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სხვა სიახლეები
საქართველოს ზამთრის კურორტები ევროპელი ინფლუენსერების ობიექტივში
11.02.2026.12:57
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთიდან, იტალიიდან და შვედეთიდან მოთხილამურე ბლოგერებს უმასპინძლა. ტურის 5 მონაწილე გურიაში ბახმაროს, სვანეთში კი მესტიასა და უშგულს ესტუმრა.
მოთხილამურე ინფლუენსერებმა გურიისა და სვანეთის მთებში ისრიალეს, საქართველოს ზამთრის ტურისტული კურორტების შესახებ ვიდეორგოლები, სთორები და პოსტები მოამზადეს, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა. მომზადებულ მასალას კი ასიათასობით გამომწერი ეცნობა.
ტურის მიზანია საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა.