მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

აჭარა საზღვაო სეზონს განახლებული ტურისტული სერვისებითა და პროდუქტებით ხვდება - თინათინ ზოიძე

news image

აჭარა საზღვაო სეზონს განახლებული ტურისტული სერვისებითა და პროდუქტებით ხვდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის აჭარაში ახალი სასტუმროები და კვების ობიექტები გაიხსნა. 

„საზღვაო ტურისტული სეზონისთვის აჭარაში საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. უნდა ითქვას, რომ ვიზიტების რაოდენობა არის მზარდი. ასევე შემოსავლები ტურიზმიდან არის მზარდი. მაგალითად, მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების რაოდენობა 38%-ით იყო გაზრდილი. ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მზარდია სტატისტიკა მაღალ მთიან მუნიციპალიტეტებში ტურისტულ მარშრუტებზე. თუ წინა წლის სტატისტიკას ავიღებთ, 422 ათასს აღემატებოდა მთის მარშრუტებზე ვიზიტების რაოდენობა. სეზონისთვის აჭარაში ძალიან ბევრი ახალი ობიექტი: ახალი სასტუმროები, ახალი კვების ობიექტები და გასართობი ობიექტები გაიხსნა, როგორც ზღვის სანაპირო ზოლზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში. 20%-ით იზრდება საოჯახო ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა მთების ტურისტულ მარშრუტებზე. ასევე ძალიან დატვირთული ღონისძიებების კალენდარი აქვს რეგიონს. ამიტომაც ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარა საზღვაო და ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული სერვისებით და ტურისტული პროდუქტებით, რომელშიც იგულისხმება, კერძო სექტორის მიერ გახსნილი და დამატებული ახალი ობიექტებიც. ყველა უწყება ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ინფრასტრუქტურული საკითხები იქნება თუ სხვა სერვისებთან დაკავშირებული საკითხები იყოს მოწესრიგებული“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.

რაც შეეხება ბოლო დღეებში აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და შესაძლო ეფექტის მინიმიზებას საქართველოს ტურიზმზე, თინათინ ზოიძე აცხადებს, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს სამიზნე ბაზრებზე და ახდენს მის დივერსიფიკაციას. 

„ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში. იცით, რომ 25-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. ეს ეხება როგორც წამყვან ქვეყნებს, ჩვენს სამიზნე ქვეყნებს, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამავდროულად ჩვენი სამიზნე ქვეყნებია როგორც ჩინეთი, ისე ინდოეთი.  ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკანდინავიის ქვეყნებზეც. რა თქმა უნდა ის პრობლემა, რომელიც არის ჩვენს რეგიონში შექმნილი, ეს ეხება როგორც ირან-ისრაელს შორის კონფლიქტს გავლენას ახდენს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მალე მოხდება, რადგანაც ეს არის გლობალური პრობლემა, რომელშიც მთელი მსოფლიო არის ჩართული. ტურიზმი არის სფერო, რაზეც ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მშვიდობა - როცა მოგზაურობას ეხება საქმე და ადამიანების გადაადგილებას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

ცნობისათვის, 21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ოჯახური სასტუმრო რაჭის მყინვარების ხედით - „ჭიორა ინ“-ში აგვისტოსთვის ნომრების 80% უკვე დაჯავშნილია

30.07.2025.16:00

სასტუმრო Chiora Inn ჭიორა ინ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიორაში მდებარეობს და 4 წელია სტუმრებს აქტიურად მასპინძლობს. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯერმა  შორენა რეხვიაშვილმა განაცხადა, წლევანდელ წელს რაჭაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია და „ჭიორა ინის“ მაგალითზე აგვისტოს თვეში ნომრების 80%-ი უკვე დაჯავშნილია.


„ჭიორა ინი“ ოჯახური სასტუმროა, სადაც რვა ინდივიდუალური ნომერია. ყველა ნომერს საკუთარი სველი წერტილი და რაჭის მყინვარების ხედი აქვს. 


„სასტუმრო ჭიორა ინ“ აშენდა 2019-2020 წლებში და ხოლო გაიხსნა 2021 წელს. ანუ უკვე 4 წელია რაც სტუმრებს ვემსახურებით. სასტუმრო  შედგება 8 სასტუმრო ნომრისგან, საიდანაც 4 ნომერი პირველ სართულზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 4 ნომერი მეორე სართულზე. პირველ სართულზე სასტუმრო ნომრებს აქვთ საკუთარი აივნები,  არის აივნებით, ხოლო მეორე სართულის 4 ოთხს კი - პანორამული ხედი დიდი ვიტრაჟებიდან. მთლიანობაში არსებული ნომრებიდან 2 ნომერი არის საოჯახო, სადაც 4 ადამიანი თავსდება.“, - განმარტავს შორენა რეხვიაშვილი, რომელსაც Business Insider Georgia ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული პრესტურის ფარგლებში შეხვდა და ესაუბრა.


„ჭიორა ინის“ ეზოში განთავსებულია გადახურული შენობა, რომელიც განკუთვნილია თავშეყრისა და გართობისთვის. ეზოშია ასევე ჰამაკები, სკამები და საქანელები.

სასტუმროს ეზოში მდებარეობს ასევე რესტორანიც.


„მოთხოვნა მაღალია და სასტუმრო წელს ძალიან დატვირთულია. გახსნის პირველივე წელს „ჭიორა ინი“ იყო საკმაოდ დატვირთული. შემდეგ შოვის მოვლენებს ფონზე ცოტა შემცირდა სტუმრების რაოდენობა, თუმცა წელს საკმაოდ გააქტიურდა.

„ჭიორა ინის“ სტუმრების 50%-ი უცხოელი ტურისტები, ხოლო 50%-ი ადგილობრივი დამსვენებლები არიან. უცხოელი სტუმრებიდან რუსი დამსვენებლები ლიდერობენ, თუმცა სასტუმროს სტუმრები არიან ასევე ტურისტები ევროპიდან, აშშ-დან და სხვა“, - განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.


მისივე თქმით, უცხოელი დამსვენებლები სასტუმროში საშუალოდ 2-3 დღე რჩებიან. სასტუმროს ადმინისტრაცია აქტიურად ეხმარება სტუმრებს სხვადასხვა ტურების დაორგანიზებაში და მათ საჭირო ინფორმაციას და კონტაქტებს აწვდის. 


რაც შეეხება სასტუმრო „ჭიორა ინში“ განთავსების ფასებს, ის გასული წლის დონეზეა და 2 კაცზე ნომერი 190 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი არ მოიცავს კვებას. კვებისთვის სასტუმროს რესტორანში არის მენიუ, საიდანაც სტუმრებს სასურველი კერძების შეკვეთა შეუძლიათ. 

„ჩვენთან არის საოცარი ხედები და სამზარეულო, რომელიც დამსვენებლებს ძალიან მოსწონთ. ჩვენი მიზანია, რომ სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულო და კერძები გავაცნოთ და  შევთავაზოთ“, - ამბობს შორენა რეხვიაშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა