მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

5 ცხოვრებისეული გაკვეთილი თვითმფრინავიდან: თქვენი ადგილის ნომერია 27A

news image

ზეცაში რაღაც ჩვეულო სიმშვიდე ტრიალებს. იმ წამებში, როცა თვითმფრინავი მაღლა აიჭრება და ძრავების ხმაური თანდათან მოსაწყენ ერთფეროვნებაში გადაიზრდება, თვალები ცხადია ფანჯრისკენ გაიქცევა. იქ, თხელი მინის მიღმა, ღრუბლები ციხე-კოშკებივით ჩალაგებულან, ჰორიზონტზე კი თოვლით დაფარული მთები ან უცნობი ქალაქის სინათლეები ჩანს. ზიხარ შენს ადგილზე ნომრით 27A და ცხოვრებისეულ პრობლემებსა თუ მიზნებზე იწყებ ფიქრს.

 გაკვეთილი #1: მაღლიდან ყველაფერი პატარა ჩანს

ზემოდან რომ იყურები, პრობლემები მართლაც იკარგება. კარს მომდგარი ბოლო ვადები - საოცნებო პროექტის თუ ათწლიანი იპოთეკის, უსიამოვნო საუბრები ან შუა გზაზე მიტოვებული საქმეები… ჰაერიდან სულ სხვა მასშტაბით გეჩვენება. უცებ ხვდები, რომ რაღაც უფრო მასშტაბურის ნაწილი ხარ - სამყარო იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ყოველდღიურობაში დაკარგულს გეჩვენება და წინ უფრო მეტი გელოდება, ვიდრე გგონია - ამ განცდას კი სულ სხვანაირი სიმშვიდე მოაქვს.

გაკვეთილი #2: სილამაზე ცვლილებებშია

ფრენა ყოველწამიერი ცვლილებაა - წამებში ჩამოიტოვებ საქართველოს მწვანე ველებს და ჰორიზონტზე უკვე შავი ზღვა გადაიშლება. ღრუბლები წამის მეათედში იცვლიან ფორმებს და ლანდშაფტი დაჭერილი არ გაქვს, რომ უკვე ახალი ხედი იშლება. სინათლე რომ სინათლეა, ისიც კი თვალის დახამხამებაში გისხლტება ხელიდან - შენ კი არაფერს აკეთებ, ზიხარ და უბრალოდ უყურებ. ცხოვრებაც ხომ ასე სწრაფად, მაგრამ ამავდროულად ნელა და უხმაუროდ იცვლება. სილამაზე კი სწორედ ამ ცვლილებებშია.

 გაკვეთილი #3: სიჩუმე ფუფუნებაა

დღეს, როცა ყველაფერი ხმაურითაა სავსე, სავარძელი ფანჯარასთან ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანია, სადაც დრო ჩერდება. აქ არ არსებობს შეტყობინებები, ზარები, გასაკეთებელი საქმეები, აქ მხოლოდ ცა და შენ ხართ. და სწორედ ამ სიჩუმეში მოდის პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც თავს არიდებდი; იმ ტკივილზეც კი იწყებ თამამ ფიქრს, რომელსაც წლები გულით ატარებდი, მაგრამ არასოდეს აღიარებდი; აქ, ამ ფანჯარასთან, დებ პირობას, რომ ბოლოსდაბოლოს გაბედავ და გადადგამ იმ პირველ ნაბიჯს, რომელიც შენი საოცნებო ცხოვრებისკენ წაგიყვანს. სწორედ აქ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, სრულ სიჩუმეში ხვდები ნამდვილ “მე”-ს და თვალებში მშვიდად უყურებ.

 გაკვეთილი #4: ზეცაში მოთხრობილი ისტორიები

თითოეული მგზავრი, ფანჯრის მიღმა სხვადასხვა რამეს ხედავს და სხვადასხვა გაკვეთილებს სწავლობს. ვიღაცას ნოსტალგიური განწყობა აქვს და იმ სანაპიროს იხსენებს, სადაც ბავშვობაში თამაშობდა. სხვა მოლოდინითაა სავსე და იმ ქალაქზე ფიქრობს, სადაც პირველად ჩაფრინდება. თვითმფრინავის ფანჯარა ერთდროულად სარკეც არის და სცენაც - ადგილი, სადაც შენი ისტორია ცოცხლდება, მიუხედავად იმისა, ვინ ხარ და რაზე ფიქრობ.

 გაკვეთილი #5: მთავარი გაკვეთილი

თუმცა, ყველაზე მთავარი გაკვეთილი, ხშირად მზის ამოსვლის ან ჩასვლის უკავშირდება. ცის ფერების თამაში, იისფერიდან ოქროსფრამდე გადაჭიმული პანორამა გასწავლის, რომ სილამაზე წამიერია. ვერასდროს გამოიჭერ და შეინახავ მზის ჩასვლას - მხოლოდ უნდა უყურო და დატკბე. და სწორედ ესაა ფრენის მთავარი გაკვეთილიც: დააფასო წუთი ისე, რომ მის ხელში ჩაგდებას არ ეცადო.

შემდეგ ჯერზე, როცა 27A-ზე, ან ნებისმიერ ადგილზე დაჯდები, უბრალოდ კი ნუ მიაშტერდები სივრცეს, დააკვირდი. დაინახე, თუ როგორ მშვიდდება სამყარო, როგორ ნელდება ფიქრები და რამხელა გაკვეთილებს გთავაზობს ცა. ფრენა ხომ მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა არ არის - ის არის მოგზაურობა საკუთარ თავში.

მშვიდობიან ფრენას და საინტერესო აღმოჩენებს გისურვებთ,

ავიაკომპანია Wizz Air.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

07.12.2025.13:22

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.

„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა